მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წინასაახალწლოდ ნომრების 80% უკვე დაჯავშნილია - “ლაჰილი”

638f4d2a2b67f
ლიკა გურაბანიძე
06.12.22 20:30
708
მესტიაში მდებარე სასტუმრო “ლაჰილში” წინასაახალწლოდ ნომრების 80% უკვე დაჯავშნილია. სასტუმროს დამფუძნებელი ლევან დადვანი bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ ეს პანდემიის შესუსტებით გამოწვეული ეფექტია. მისივე თქმით, წელს სასტუმროს ნომრებზე ფასების 20-25%-იანი ზრდა მოხდა.

“სტანდარტული ორ ადგილიანი ნომერი საუზმით, თუ 2021 წლის დეკემბერში 250 ლარი იყო, წელს იგივე პერიოდში 300 ლარია,” - განაცხადა ლევან დადვანმა.

როგორც სასტუმროს დამფუძნებელი აღნიშნავს, დღეს სვანეთში მთავარ პრობლემად ბუნებრივი აირის საკითხი რჩება, რაც ბიზნესის განვითარებას აფერხებს.

“სვანეთში გათბობა ელექტროენერგიით ხდება, რადგან გაზმომარაგება არ არის. აქ მაინინგმა ბოლო წლებში მოიმატა და ელექტროგაყვანილობა ამ დატვირთვას ვერ უძლებს, შედეგად ელექტროენერგია წინა წელს ხშირად ითიშებოდა. რადგან ჯერ სეზონი არ დაწყებულა ელექტროენერგიით მომარაგებაც ჩვეულებრივად ხდება, თუმცა სეზონზე რა იქნება ეს არ ვიცი. ჩვენ ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად გენერატორი დავდგით,” - აღნიშნა დადვანმა.