მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„800-კაციანი რესტორანი საირმეში სრული დატვირთვით მუშაობს“ - გურამ ბაღდოშვილი

62e2bd0754038
ალა ისპირიანი
29.07.22 00:00
7722
შეფ-მზარეული გურამ ბაღდოშვილის თქმით, კურორტ საირმეში რესტორნის გახსნას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც ის Bm.ge-სთან ამბობს, 800-კაციანი რესტორანი სრული დატვირთვით მუშაობს.

„რესტორანი სტუმრებს გართობას, დასვენებას და მკურნალობას ერთად სთავაზობს. 100%-იანი დატვირთვაა და განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ტურისტი რესტორანს ყაზახეთიდან სტუმრობს“, - ამბობს ბაღდოშვილი.

მისივე თქმით, რესტორანში 700 ადამიანია დასაქმებული.

„რესტორნის გახსნას, თვითონ ადგილობრივების მხრიდანაც, დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ძალიან მოსწონთ. 700 ადამიანზე მეტია დასაქმებული რესტორანში, რაც რეგიონის მოსახლეობის თითქმის 99%-ია. თუმცა კადრების დეფიციტი რეგიონში სულ არის“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება ინფლაციის გავლენას მათი მომსახურების ფასებზე, როგორც ბაღდოშვილი ამბობს, ფასებს ვერ ზრდიან, რადგან მომხმარებლებს მისი გადახდა უჭირთ: „სარესტორნე ბიზნესს გადარჩენა უჭირს. ფასებს ვერ ვზრდით, რადგან ვიცით მომხმარებელს საშუალება არ აქვს“.

ინფორმაციისთვის, 800-კაციანი რესტორანი საირმეში გასულ წელს გაიხსნა, რომლის პროექტზე შეფი გურამ ბაღდოშვილი მუშაობდა. რესტორანში 5 მლნ ევროს ინვესტიცია ჩაიდო, სადაც სტუმრებს გართობას, დასვენებას და მკურნალობას ერთად სთავაზობენ.