მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

₾80,5 მლნ და $119 მლნ - ქონების სააგენტოს მიერ პირგასამტეხლოების სახით მისაღები თანხა

63e7435b270ab
თელარა გელანტია
11.02.23 12:00
897
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა კონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მის კონტროლს დაქვემდებარებული ერთეულების (ერთად − ჯგუფის) კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც მოიცავს ფინანსური მდგომარეობის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. როგორც ირკვევა, აუდიტის შეფასებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანდართული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, მომზადებული არ არის საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის სათანადო საფუძვლების შესაბამისად, ამიტომ სახელმწიფო აუდიტის მოსაზრება/დასკვნა უარყოფითია.

როგორც აუდიტის ანგარიშიდან ვიგებთ, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ხელშეკრულებების საფუძველზე, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მისაღები პირგასამტეხლო 80,476,549 ლარს და 119,216,007 აშშ დოლარს შეადგენს.

საქმე ის არის, რომ ქონების ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი ფუნქციაა პრივატიზებული და მართვის უფლებით გადაცემული აქტივების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა და შესაბამისი ხელშეკრულებების მონიტორინგი. კერძოდ, ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე დაკისრებული გადასახდელების/ პირგასამტეხლოს აღრიცხვისა და ამოღების კონტროლი.

ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული მონაცემების შესაბამისად, აუდიტორი წერს, რომ პირგასამტეხლოს დიდი ნაწილი წარმოშობილია 2006-2015 წლებში დადებული ხელშეკრულებებიდან და არ არის ასახული სააგენტოს ფინანსურ ანგარიშგებაში.

„ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ პირგასამტეხლოების მისაღებად განხორციელებული ღონისძიებების შესწავლის მიზნით, აუდიტის ჯგუფმა შეარჩია 13 კონტრაქტორი, რომლებსაც დარიცხული პირგასამტეხლოები არ ჰქონდათ გადახდილი. მოწოდებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ 3 კონტრაქტორთან მიმდინარეობს სასამართლო დავა, 5 კონტრაქტორი ეტაპობრივად ფარავს დაკისრებულ პირგასამტეხლოს, 5 კონტრაქტორთან მიმდინარეობს კომუნიკაცია დარიცხული პირგასამტეხლოების მისაღებად.

თანხების არსებითობისა და მისი შინაარსიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ყოველწლიურად ფასდებოდეს პირგასამტეხლოების დაკისრების და ამოღების შესაძლებლობა.

ამასთანავე, ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლებს მიეწოდებოდეთ ინფორმაცია, აღნიშნულ თანხებთან დაკავშირებით, სსბასს-ით და სააღრიცხვო პოლიტიკით განსაზღვრული კრიტერიუმების ფარგლებში“, - წერია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით.