05.ივნისი .2020 11:00

840 ათასი თვითდასაქმებულიდან 300-ლარიანი კომპენსაცია 120 000-მა მოითხოვა

views 616
უკან

4 ივნისის მდგომარეობით, სახელმწიფოს 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად 120 240-მა თვითდასაქმებულმა მიმართა. ინფორმაცია bm.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროდან მიაწოდეს.

თვითდასაქმებულებს თანხები მათი დოკუმენტაციის დამუშავებიდან 10 დღეში უნდა დაერიცხოთ. შესაბამისი საბუთები ფიზიკურმა პირები ჯანდაცვის სამინისტროში უნდა წარადგინონ. გარდა მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტებისა, მათ უნდა წარადგინონ საბუთი, რომ ნამდვილად იყვნენ თვითდასაქმებულები. 

შეგახსენებთ, რომ თვითდასაქმებულებისთვის ერთჯერადად 300-ლარიანი კომპენსაციის დარიცხვას საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმა ითვალისწინებს. აღნიშნული დახმარებისთვის მთავრობას ბიუჯეტში 75-მილიონი ლარი აქვს გათვალისწინებული.

"საქსტატის" მიხედვით, საქართველოში 840 ათასი თვითდასაქმებულია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა