მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„869 მძიმე პაციენტიდან 377 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა“ - მთავრობა

5fb61cb679799
ინგა მურუსიძე
19.11.20 11:22
798
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 18 336.

მისივე ინფორმაციით, 5 833 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 689, აჭარაში - 928, იმერეთში - 1 185.

„მძიმე პაციენტი გვყავს 869, მათ შორის, თბილისში - 423, აჭარაში - 145, იმერეთში - 190. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 377 პირი, მათ შორის, თბილისში - 173, აჭარაში - 115, იმერეთში - 37. 3 518 ადამიანი არის კოვიდ-
სასტუმროში, მათ შორის, 1 679 - აჭარაში, 1 203 - თბილისში, ხოლო 322 - იმერეთში. 8 985 პირი მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 186 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 399, აჭარაში -1 133, ხოლო იმერეთში - 32.
სულ 6 ოქტომბრიდან - 18 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 16 296 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 49 047 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 10 765 პირი, აჭარაში - 18 066, იმერეთში - 5 236“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.