მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 692 დადასტურებული შემთხვევა, 213 გარდაცვალება - რა ვითარებაა მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებით

5e33dc2264e0a
ინგა მურუსიძე
31.01.20 11:51
966
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსით დაავადებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი სწრაფი ტემპით იზრდება.

როგორც გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვირუსი ჩინეთის გარდა დაფიქსირებულია მსოფლიოს 19 ქვეყანაში.

„ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ძალიან სწრაფად იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა. დღეს დილის მონაცემებით, ფიქსირდება 9 692 დადასტურებული ლაბორატორიული შემთხვევა, მათ შორის 90 ჩინეთის გარეთ, 19 ქვეყანაში. სამწუხაროდ, მომატებულია სიკვდილიანობა და უკვე გარდაცვლილია 213 ადამიანი. დაკვირვების ქვეშ არის რამდენიმე ათასი ადამიანი. ყველა ამ მონაცემის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ ეს არის განსაკუთრებული მდგომარეობა. ჩვენ ალბათ მათგან დეტალურ რეკომენდაციებს მივიღებთ და მას მოსახლეობას მივაწვდით, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეკომენდაციებს ამ დრომდეც ზედმიწევნით ვასრულებთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.