მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 ათასი სწრაფი და 10 000 PCR ტესტი - როგორია ქვეყანაში ტესტების მარაგი?

5ea15d18c2ba5
ინგა მურუსიძე
23.04.20 13:22
1002
ამ ეტაპზე საქართველოში 10 ათასი PCR ტესტის სრული კომპლექტაცია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მაისის დასაწყისში ქვეყანაში ტესტების მარაგი 100 ათასამდე შეივსება.

“ჩვენ ვაგრძელებთ მრავალსაფეხურიან ტესტირებას, რაც გულისხმობს როგორც სწრაფი ტესტების, ისე PCR ტესტებით ადამიანების გამოკვლევას. დღეს ჩვენ გვაქვს 10 ათასი PCR ტესტის სრული კომპლექტაცია, ორშაბათს ველოდებით დამატებით 40 ათას ტესტს და მაისის დასაწყისში PCR ტესტების რაოდენობა 100 000-ს მიაღწევს. ქვეყანაში უკვე გამოყენებულია 5000 სწრაფი ტესტი, გვაქვს ასევე 9 ათასი ტესტი, რომელიც დარიგებულია კლინიკებში იმისთვის, რომ მოხდეს თანამშრომლების გადამოწმება, ხოლო ეჭვის გაჩენის შემთხვევაში მოხდება მათი გადამოწმება PCR ტესტებით“, - განაცხადა ტიკარაძემ.