22.აგვისტო .2020 10:13

9 ახალი ინფიცირებული და 4 გამოჯანმრთელებული - განახლებული სტატისტიკა

views 249
უკან

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 9-ით, 1394-მდე გაიზარდა. მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ განახლდა. გამოჯანმრთელა 4 პაციენტი.

სრული სტატისტიკა ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 1394
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1132
მათ შორის გარდაცვლილი - 17
კარანტინის რეჟიმში - 6903
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 278
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 41.