მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 ჩინელი ტურისტი ყაზბეგიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

5e32c55400608
ვიქტორია მღებრიშვილი
30.01.20 16:04
1644
9 ჩინელი ტურისტი ყაზბეგიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, - ამის შესახებ BM.GE-ის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, ტურისტული ჯგუფი საქართველოში 25 იანვარს ჩამოვიდა და ყაზბეგში ისვენებდა, როდესაც მცირეწლოვან ბავშვებს აღენიშნათ ტემპერატურის მატება.

„ ჩინეთიდან ჩამოსული 9 ტურისტი გადმოჰყავთ ინფექციურ საავადმყოფოში. მათგან 2 მცირეწლოვან ბავშვს აღენიშნებათ მაღალი სიცხე. ჩვენი ინფორმაციით, ბავშვები დღეს უკეთესად გრძნობენ თავს. უფროსები თავს კარგად გრძნობენ, თუმცა რადგან ტურისტული ჯგუფი არის ჩინეთიდან, ჩვენ ყველა მათგანს მოვათავსებთ ბოქსირებულ განყოფილებაში და ჩაუტარდებათ ყველა საჭირო კვლევა, იმისთვის რომ დადგინდეს A, B თუ რომელი ტიპის ვირუსი აქვთ მათ. ღმერთმა არ ქნას, კორონავირუსთან გვქონდეს საქმე.

ტურისტები საქართველოში აზერბაიჯანიდან 25 იანვარს შემოვიდნენ. ხოლო აზერბაიჯანში ისინი 21 იანვარს ჩავიდნენ. საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, რადგან საინკუბაციო პერიოდი გასული არ არის, მოხდება მათი იზოლირება, ხოლო კვლევების შემდეგ გავარკვევთ, რამდენი ხანი გვეყოლება ტურისტები იზოლაციაში“, - განმარტეს ინფექციურ საავადმყოფოში.