მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 დეკემბერს ლევან სურგულაძე მის გადადგომასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე გააკეთებს განცხადებას

5ded343146fd8
შოთა ტყეშელაშვილი
08.12.19 21:29
1159
9 დეკემბერს 12:00-ზე საქართველოს სახელმწიფო საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან სურგულაძე მის გადადგომასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გააკეთებს განმარტებას, ამის შესახებ ნათქვანია საპენსიო სააგენტოს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში. 

გუშინ, 7 დეკემბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლევან სურგულაძე სავარაუდოდ, თანამდებობას ტოვებს.

ლევან სურგულაძე თანამდებობას 2018 წლის 17 სექტემბრიდან იკავებს. 

2019 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს ფონდის ზომა 455.3 მილიონ ლარს შეადგენს. 

საქართველოში დაგროვებითი საპენსიო რეფორმა 2019 წლის პირველ იანვარს ამოქმედდა. მის ფარგლებში 40 წლამდე ასაკის დასაქმებული პირები სავალდებულო წესით საკუთარი ხელფასის ნაწილს საპენსიო ფონდში ზოგავენ, 40 წელზე უფროსებისთვის კი სისტემიდან გამოსვლა ნებაყოფლობითი იყო.