მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ასტრა-ზენეკას“ ვაქცინის დოზები იმ ვადებში შემოვა, როგორც დაანონსებული იყო - ჯანდაცვის სამინისტრო

602253e7600cd
ინგა მურუსიძე
09.02.21 13:35
3331
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, „ასტრა-ზენეკას“ ვაქცინის დოზები იმ ვადებში შემოვა, როგორც დაანონსებული იყო და ამაზე პრობლემა არ არსებობს.

თამარ გაბუნიამ განცხადება გააკეთა უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ და თქვა, რომ „ასტრა-ზენეკასთან“ მოლაპარაკება დაწყებულია და ის ქვეყანაში თებერვლის ბოლოსკენ, მარტის დასაწყისში შემოვა.

„რაც შეეხება ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ „ასტრა-ზენეკა“, შესაძლოა, ნაკლებად ეფექტური იყოს 65 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, ამას დასაბუთება სჭირდება. კარგია ისიც, რომ არჩევის საშუალებაც არის. წლის მეორე, მესამე კვარტალში უკვე მოსალოდნელი აღიარების პროცესში არის რამდენიმე ვაქცინა, რომელსაც აქვს მაღალი ეფექტურობა და შეიძლება ისინი განვიხილოთ იმ ასაკობრივ ჯგუფებში, რომლებშიც „ასტრა-ზენეკას“ არ ექნება ეფექტურობა. ჯერჯერობით, გვაქვს საკმარისი დრო იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ რამდენად ეფექტური იქნება „ასტრა-ზენეკას“ გამოყენება ასაკობრივ ჯგუფებში“, - განმარტა თამარ გაბუნიამ.