მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 ივლისს "ექსპოჯორჯიაში" ქართული რძის დღე გაიმართება

60e551c1c32f2
ვიქტორია მღებრიშვილი
07.07.21 20:25
932
9 ივლისს "ექსპოჯორჯიას" ტერიტორიაზე ქართული რძის დღე გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ მეწარმეების ხელშეწყობისთვის ამოქმედებული პორტალი Business.org.ge ავრცელებს, რომელიც ღონისძიების ორგანიზატორია.

მათი ინფორმაციით "ექსპოჯორჯიაში" 10:00-დან 14:00 საათამდე რძის პროდუქტების მწარმოებელი 22 კომპანიის ნაწარმის გამოფენა, დეგუსტაცია და გაყიდვა იგეგმება.

„გარდა ადგილობრივი წარმოების პოპულარიზაციისა, ქართული რძის დღის მიზანი HACCP-ის მფლობელი რძის პროდუქტების მწარმოებლებისა და რესტორნების, კაფეების, სასტუმროების და სავაჭრო ობიექტთა წარმომადგენლებს შორის შეხვედრის და თანამშრომლობის ხელშეწყობაა. ღონისძიებაზე სასტუმროების, რესტორნების და კაფეების წარმომადგენლებს ობიექტში HACCP სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნებათ“, - აცხადებენ ორგანიზატორები.