მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 მარტი: გამოვლინდა ინფიცირების 139 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 129 პაციენტი

6047179b8fd8b
თელარა გელანტია
09.03.21 10:52
774
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 351 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 464 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 887 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 139 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 273 137-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 129 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა  267 015-მდე გაიზარდა.

9 მარტის covid-სტატისტიკა 

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 273137 , ბოლო 24 საათში - 139
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 267015 , ბოლო 24 საათში - 129
მათ შორის გარდაცვლილი - 3601 , ბოლო 24 საათში - 10
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 6351, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 3464, PCR ტესტით - 2887
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,19%, ბოლო 14 დღის - 1,49%, ბოლო 7 დღის - 1,63%
კარანტინის რეჟიმში - 252
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1383
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 114.