„ეფკო“ ლურჯი მოცვის პალანტაციების განვითარებისთვის 9 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს. ამის შესახებ თავად კომპანია იტყობინება.
ცნობისთვის, „ეფკომ“ ლურჯი მოცვის პლანტაციის პროექტის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებაზე პროექტის მენეჯერმა რატი მორჩილაძემ დამსწრე საზოგადოებას საინვესტიციო პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
შეგახსენებთ, „ეფკომ“ პლანტაციის აქტივები „საპარტნიორო ფონდისგან“ 2020 წლის ზაფხულში საჯარო აუქციონის შედეგად შეიძინა. შპს „ეფკო“ ქართულ მულტი-პროფილურ საინვესტიციო კომპანია „ფორსაიტ ინვესტმენტ გრუპს“ წარმოადგენს, რომელიც ფლობს და მართავს 32 ჰექტარ ლურჯი მოცვის პლანტაციას გურიაში, დაბა ლაითურში. ჯამში მის საკუთრებაშია 326 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომლის სრულად ათვისებას კომპანია მომავალი ხუთი წლის განმავლობაში გეგმავს. პლანტაცია, რომლის გაშენებაც 2012 წელს დაიწყო, 2016 წელს სს „საპარტნიორო ფონდის“ ინვესტიციის შედეგად გაფართოვდა და ქვეყანაში ყველაზე ფართომასშტაბიანი ლურჯი მოცვის პლანტაცია გახდა.
საინვესტიციო კომპანიის მიზანია რეგიონში საერთაშორისო დონის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლურჯი მოცვის მეწარმე აგრო კომპანიის შექმნა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, გამოცდილი მენეჯმენტის, ადგილობრივი აგრონომებისა და უცხოელი კონსულტანტების დახმარებით, „ეფკოს“ დიდი პოტენციალი აქვს, გახდეს საერთაშორისო ლურჯი მოცვის ბაზრის საპატიო წევრი, რომელიც დააკმაყოფილებს სურსათის უვნებლობის უმაღლეს სტანდარტებს და ქართულ მოცვს სხვადასხვა განვითარებულ საექსპორტო ბაზარზე გაიტანს.
კომპანია „ფორსაიტ ინვესტმენტ გრუპი“ მომავალი ხუთი წლის განმავლობაში 9 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირების შედეგად, უშუალოდ პლანტაციის გაშენების გარდა, აპირებს, საკუთარი საწარმო აღჭურვოს უახლესი „პოსტ-ჰარვესტ“ ინფრასტრუქტურით, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის ნაწარმის უმაღლეს ხარისხსა და მდგრადობას. ამასთანავე, კომპანია გეგმავს, მონაწილეობა მიიღოს, როგორც სახელმწიფო საგრანტო პროგრამებში, ასევე, მჭრიდროდ ითანამშრომლოს USAId-თან და სხვა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, საკუთარი პროდუქციის რეალიზაციის გარდა, ჯამური სარეალიზაციო მოცულობის გასაზრდელად, შპს „ეფკო“ ჩაერთვება სხვადასხვა მწარმოებლისგან მოსავლის შეგროვებაში, რაც მას ევროპის, სპარსეთის ყურის ქვეყნებისა და სხვა უმსხვილეს შემსყიდველებთან თანამშრომლობაში დაეხმარება, ისევე როგორც მისცემს პარტნიორ მეწარმეებს მოსავლის უფრო სარფიანად რეალიზაციის საშუალებას, ხელს შეუწყობს ქართული ნაწარმის პოპულარიზაციას საექსპორტო ბაზრებზე და შექმნის ასობით სამუშაო ადგილს გურიის რეგიონში.
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის