მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$9 მლრდ-იანი დანაკარგი 24 საათში - როგორ შეიცვალა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ქონება

5faa745028263
ანნა ლაპიაშვილი
10.11.20 16:14
1168
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ქონება ერთ დღეში $9 მლრდ-ით შემცირდა. ჯერფ ბეზოსის დანაკარგის მიზეზი მისი კომპანიის აქციებმა 5%-იანი ვარდნა იყო. ბოლო 24 საათში Facebook-ის დამფუძნებლის ქონებამ $5,3 მლრდ-ით იკლო. სამაგიეროდ, ბოლო ერთ დღეში უორენ ბაფეტმა, Louis Vuitton-ისა და Zara-ს დამფუძნებლებმა ქონება მნიშვნელოვნად გაზარდეს.

Forbes Real-Time-ის მიხედვით, Amazon-ის დამფუძნებლის და გენერალური დირექტორის ქონება ბოლო 24 საათში $9 მლრდ-ით შემცირდა. მუდმივად განახლებადი მონაცემების თანახმად, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანის კაპიტალი 4.63%-ით $184,4 მლრდ-მდეა შემცირებული, რისი მიზეზის ბირჟაზე კომპანიის აქციების 5%-იანი ვარდნა გახდა.
ამავე დროს, ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლე მაკენზი სკოტი $3,2-ით გაღარიბდა და მისი ქონება $59,5 მლრდ-ია.

Forbes Real-Time-ის მონაცემებით, მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა Facebook-ის დამფუძნებელმაც. მარკ ცუკერბერგის ქონება გასული ერთი დღე-ღამის განმავლობაში $5.3 მლრდ-ით შემცირდა და $102,4 მლრდ ( -4.92%) შეადგინა. Facebook-ის აქციები ბოლო 24 საათში, დაახლოებით, 5%-ით არის შემცირებული და ერთი აქციის ღირებულება $278,77 იყო. წარუმატებელი აღმოჩნდა დღე Zoom-ის დამფუძნებელ ერიკ იანიასთვის. კომპანიის აქციები ერთდროულად 17.37%-ით გაუფასურდა და მისი ქონება $3,4 მლრდ-ით შემცირდა.

Tesla-ს დამფუძნებლის ილონ მასკის დანაკარგი გასულ 24 საათში $1,6 მლრდ იყო და ახლა მის განკარგულებაში, დაახლოებით, $93,2-ია. ამავე დროს დღე წარმატებული იყო ისეთი მილიარდერებისთვის, რომელთა ბიზნესიც მოდის და სილამაზის ინდუსტრიას უკავშირდება.

ბერნარ არნოს ქონება $9.3 მლრდ-ით 7.47% ით გაიზარდა. მისი კომპანიის LVMH-ის აქციების ფასის ზრდაც მნიშვნელოვანი იყო და ერთ დღეში მისმა ღირებულებამ 7.66%-იანი მატება აჩვენა. ამის შედეგად ბერნარ არნოს ქონება $134,1 მლრდ-ს გაუტოლდა, რაც ზუსტად $15 მლრდ-ით მეტია ვიდრე Microsoft-ის დამფუძნებლის ქონება. ბილ გეითსის კაპიტალი Forbes Real-Time-ის მიხედვით, $119,1 მლრდ-მდე შემცირდა. მისი დანაკარგი ერთ დღეში $940 მლნ იყო.

$7,2-ით 10,86%-იანი ზრდა აჩვენა მაღაზიათა ქსელ Zara-ს დამფუძნებელმა ამანსიო ორტეგამ. მისი ქონება ამ დროისთვის $73 მლრდ-ით ფასდება. $3,1 მლრდ-ით $72,7 მლრდ-მდე გაიზარდა L’Oreal-ის დამფუძნებლის ქონება. კიდევ ერთი ფრანგი მილიარდერის Kering ჯგუფის მფლობელი ფრანსუა პინოს ქონება $2.3 მლრდ-ით გაიზარდა. ამ სიაში გაუმჯობესებული კაპიტალის მოცულობით ხვდება უორენ ბაფეტიც. მისი კაპიტალი ბოლო 24 საათში $4.2 მლრდ-ით გაიზარდა $83.2 მლრდ-ს გაუტოლდა.