ბრინჯი, ლობიო, მაკარონი, წიწიბურა, შაქარი, ხორბალი, ფქვილი, ზეთი, რძის ფხვნილი - ეს იმ პროდუქტების ჩამონათვალია, რაზეც მთავრობა ფასების შენარჩუნებას სუბსიდიის დახმარებით აპირებს.
იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ეს პროდუქტები ძირითადად იმპორტირებულია, მთავრობა ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქციის იმპორტიორებს კურსთა შორის სხვაობას დაუფარავს. როდიდან შევა ეს მექანიზმი ძალაში და დოლართან მიმართებით ლარი რა კურსზე დაფიქსირდება, რომლის მიღმაც ხარჯებს ხელისუფლება საკუთარ თავზე აიღებს, ამ დეტალების გასარკვევად BM.GE გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსს თენგიზ კალანდაძეს ესაუბრა.
მისი განმარტებით, მაქსიმუმ ხვალ, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შესაბამის დადგენილებას ხელს მოაწერს, სადაც სუბსიდიის სქემის დეტალები იქნება გაწერილი. ეს მექანიზმი ძალაში ორშაბათიდან შევა და ყველა იმ ბიზნეს სუბიექტზე გავრცელდება, რომლებიც საქართველოში კონკრეტული 9 პროდუქტის იმპორტს ახორციელებენ.
რაც შეეხება კურსთა შორის სხვაობას, თენგიზ კალანდაძის ინფორმაციით, მთავრობა ამ პროდუქტებზე ვალუტის კურსს დოლართან მიმართებით 3 ლარს გაითვალისწინებს, შესაბამისად, თუ იმპორტიორი, მაგალითად, წიწიბურას პარტიას იმ დროს შეიძენს, როცა ერთი დოლარის ღირებულება 3 ლარზე მეტი იქნება, როგორც ეს დღეს არის, სხვაობას სწორედ მთავრობა დაფარავს.
"სამ ლარზე იქნება დაფიქსირებული კურსი და იმ კონკრეტულ დღეს, როცა იმპორტიორის მიერ პროდუქტის შეძენა მოხდება, სამ ლარზე მეტი თუ იქნება დოლარის ფასი, მაგალითად 3.15 ლარი, ამ 15-თეთრიან ფასნამატს ჩვენ გავუსწორებთ, მას შემდეგ, რაც პროდუქტს შემოიტანენ და მისი განბაჟება მოხდება, ანუ ყველა საბუთი იქნება მიკვლევადი.
პირობა იქნება ასეთი, რომ პროდუქცია, რა თქმა უნდა, არ უნდა გააძვირონ, არსებული ფასი ბაზარზე უნდა შეინარჩუნონ და ამ პირობით შევალთ სუბსიდიით", - განაცხადა თენგიზ კალანდაძემ და დასძინა, რომ სუბსიდია მხოლოდ ამ მექანიზმის დამტკიცების შემდეგ შეძენილ პროდუქციას შეეხება. დადგენილება კი მთავრობა შესაძლოა, 15 მარტის თარიღით მიიღოს.
"დღეს, ან მაქსიმუმ ხვალ, ეს ყველაფერი გაფორმდება, ჩართული იქნება სამი მხარე - მთავრობა, იმპორტიორები და ბანკები და ეს ყველაფერი პრაქტიკაში ორშაბათიდან ამუშავდება", - აღნიშნა მან.
მისივე ინფორმაციით, ამ ცხრა პროდუქტის სუბსიდია მთავრობას თვიურად, დაახლოებით 2 მილიონი ლარი დაუჯდება, ეს სქემა კი იქამდე გაგრძელდება, სანამ კორონავირუსის ეფექტი სურსათის იმპორტიორებზე მეტნაკლებად არ მოიხსნება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა