16.ივლისი .2020 17:37

9 სახეობის ნახევარფაბრიკატში ეტიკეტზე მითითებული ინფორმაცია შემცველობას არ შეესაბამებოდა - სეს-ი

views 1474
უკან

სურსათის ეროვნული სააგენტო ნახევარფაბრიკატებს ამოწმებს. სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტიდან, 40 ნიმუში (ცხენის/ვირის ხორცის იდენტიფიცირებისთვის - 20 ნიმუში; ფრინველის ხორცის იდენტიფიცირებისთვის - 20 ნიმუში) აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში (,,ხარისხის ლაბორატორია - LLC Quality Lab”) გამოიკვლიეს.



ხორცის სახეობრივი კვლევის შედეგად 9 ნიმუშში აღმოჩნდა ფრინველის ხორცი, თუმცა ეტიკეტზე აღნიშნულის შესახებ მითითებული არ იყო. სახეობრივი კვლევა ჩატარდა ცხენის/ვირის ხორცზეც, შედეგად, არცერთ შემთხვევაში დარღვევა არ გამოვლენილა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაატარა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და დაევალათ სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა.



ნახევარფაბრიკატები, რომლებშიც ეტიკეტზე მითითებული ინფორმაცია შემცველობას არ შეესაბამებოდა: შპს თავადური 2014" - „კატლეტი გაყინული“; „გუფთა გაყინული“; შპს “ექსტრა მითი“ - „სოსისი საბავშვო“;შპს „ხორცპროდუქტების ქარხანა ვაკე“ - „სოსისი საქონლის ვაკე“;შპს „ოს გრუპი" - „პილმენი გაყინული“; შპს ნიკორა - „ხინკალი სამეფო“; „სოსისი ივერია“; შპს ფასანაური 2010 - „ფარში ძროხისა და ღორის ხორცის“; შპს ხახაბო - „გაყინული ხინკალი“.