მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 თებერვლის covid-სტატისტიკა სრულად: გვყავს 480 მძიმე პაციენტი

60223948eaea8
ინგა მურუსიძე
09.02.21 11:33
588
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 331 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 700 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 631 PCR ტესტით.

გარდა ამისა, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 829 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 263 057-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, ბერდია სიჭინავას განცხადბით, 8 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.52%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.74%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.63%.

"ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 566 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 254 916-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 306 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 829 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 314 შემთხვევა, აჭარა - 37, იმერეთი - 150, ქვემო ქართლი - 37, შიდა ქართლი - 63, გურია - 43, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 95, კახეთი - 73, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 809, საიდანაც: 2 149 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 996, აჭარაში - 172, იმერეთში - 464. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 480 პირი, მათ შორის, თბილისში - 203, აჭარაში - 48, იმერეთში - 117. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 127 პირი, მათგან თბილისში - 91, აჭარაში- 6, იმერეთში - 17. 301 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 162 - თბილისში, 128 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 359 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 430 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 213, ხოლო აჭარაში - 119.

სულ 6 ოქტომბრიდან - 8 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 683 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 970 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 685 პირი, აჭარაში - 723, იმერეთში - 1 389”, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.