მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 თვეში აეროპორტებში მგზავრთნაკადი 80%-ით აღდგა

633d496e055cf
მარიამ ვარადაშვილი
05.10.22 13:25
570
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემთხვევაში აღდგენის მაჩვენებელი 73%-, ბათუმში 95%-ს, ხოლო ქუთაისში 97%-ს შეადგენს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მომზადებულ საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის მიმდინარე წლის ანგარიშში წერია. 
 
მოცემულ პერიოდში ქვეყანაში ყველა ავიაკომპანია დაბრუნდა, რომლებიც საქართველოს საჰაერო ბაზარზე პანდემიამდე ოპერირებდნენ. მიმდინარე წლის 9 თვეში ქვეყანაში არსებულ ყველა აეროპორტში ჯამში მგზავრთნაკადი 79%-ით აღდგა.

იანვარ-სექტემბერში საქართველოს აეროპორტები ჯამში 3 278 007 მგზავრს მოემსახურნენ, ეს მაჩვენებელი 2019 წელს 4 139 955 იყო. ამ ეტაპზე ქვეყანაში 43 ავიაკომპანია 86 მიმართულებით დაფრინავს. წელს საქართველოს ავიაბაზარს 7 ავიაკომპანია და 6 მიმართულება დაემატა. 2022 წელს სიხშირეები 2019 წელთან შედარებით 90%-ით აღდგა, შედეგად,  საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები კვირაში საშუალოდ 365 რეისს ემსახურებოდნენ. 

"მზარდია ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში და განსაკუთრებით მზარდია პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ევროპის და სპარსეთის ყურის მიმართულებით, რასაც პირდაპირი დადებითი გავლენა აქვს ტურიზმის შემოსავალებსა და აღდგენის დინამიკაზე“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოსვლაზე ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 

„აქტიურად ვმუშაობთ რომ ქვეყანაში არაერთმა საერთაშორისო მაღალი რანგის ავიაკომპანიამ იფრინოს, მაგრამ ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ე.წ. ბიუჯეტური ავიაკომპანიები, რომლებიც ქუთასის აეროპორტიდან ოპერირებენ, იმისთვის, რომ საქართველოზე წვდომა გაიზარდოს“, -განაცხადა ქვრივიშვილმა. 

მთავარი ფოტო: Nakanimamasakhlisi