02.ოქტომბერი .2019 20:36

9 თვეში მთავრობამ ერთი სახელმწიფო საწარმოც ვერ გაყიდა

views 354
უკან

2019 წლის 9 თვეში „ოცნების“ მთავრობამ პრივატიზაციიდან უფრო ნაკლები თანხა მიიღო, ვიდრე - შარშან.
კერძოდ, როგორც bm.ge-ის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, წლის პირველ სამ კვარტალში 74 251 659 ლარის ღირებულების სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება გაყიდეს. წლევანდელი ჯამური გეგმა 80 მლნ ლარია.

გაყიდულ ობიექტებზე მოსალოდნელი ინვესტიციის ოდენობა 84 მლნ ლარს აჭარბებს.

საინტერესოა ისიც, რომ 2019 წლის 9 თვის მონაცემებით, ქონების სააგენტომ ვერცერთი სახელმწიფო საწარმოს გაყიდვა ვერ შეძლო.

სააგენტოს ბალანსზე ამჟამად 93 სახელმწიფო საწარმოა.

ცნობისთვის: 2018 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 109 803 701 ლარის ქონება გაყიდა.

2020 წელს საქართველოს მთავრობა პრივატიზაციის გეგმას დაახლოებით, 50%-ით გაზრდის. როგორც მომავალი წლის ბიუჯეტის პირველ ვარიანტში წერია, 2020 წელს მთავრობა პრივატიზაციიდან 120 მლნ ლარის მობილიზებას ელოდება.