მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 თვეში ქვეყანაში სამოხელეო დანაშაულის 432 რეგისტრირებული შემთხვევა დაფიქსირდა

6364d33b3c94a
ვიქტორია მღებრიშვილი
04.11.22 22:00
1021
მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოში რეგისტრირებული დანაშაულების რიცხვი 4%-ით 42 012-მდე შემცირდა. სტატისტიკურ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

ამ პერიოდში დანაშაულის სახეობების მიხედვით, ყველაზე მეტი - 15 622 საკუთრების წინააღმდეგაა ჩადენილი. უნდა აღინიშნოს, რომ სამოხელეო დანაშაულთა რიცხვი 25-ით, 432-მდე შემცირდა, ხოლო მმართველობის წესის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა 303-ით 1 946-მდე გაიზარდა.

ჩადენილი დანაშაულის სახეობების მიხედვით ჩადენილი დანაშაული რიცხოვნობა კი ასეთია:

სიცოცხლის წინააღმდეგ - 1 339;
ჯანმრთელობის წინააღმდეგ - 6 633;
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ - 3 355;
ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ - 26;
საკუთრების წინააღმდეგ - 15 622;
საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ - 1 329;
ნარკოტიკული დანაშაული - 3 899;
სატრანსპორტო დანაშაული - 2 143;
სამოხელეო დანაშაული - 432;
მმართველობის წესის წინააღმდეგ - 1 946;
სხვა დანაშაული - 5 288.