მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 თვეში საკარანტინე სასტუმროები ბიუჯეტიდან ₾20.3 მილიონით დაფინანსდა - დღიური ხარჯი

618254db40547
ვიქტორია მღებრიშვილი
03.11.21 18:41
647
2020 წელს, საქართველოში, კორონავირუსის გავრცელებიდან უმოკლეს დროში, მთავრობამ საკარანტინე სასტუმროების ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო, სადაც ქვეყანაში შემოსული და იმ პირების განთავსება ხდებოდა, რომლებიც ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, იზოლაციას საჭიროებდნენ.

პროგრამა, ერთი მხრივ, ვირუსის გავრცელების რისკების თავიდან აცილებას, ხოლო მეორე მხრივ, დაზარალებული ტურიზმის ინდუსტრიის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად. საკარანტინე სასტუმროების პროგრამა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით, 2021 წელსაც გაგრძელდა.

BM.GE დაინტერესდა, რამდენ და რომელ სასტუმროებს ქირაობდა სახელმწიფო საკარანტინე სივრცეების მოსაწყობად და რა თანხა დაიხარჯა 2021 წლის იანვარ-სექტემბერში საკარანტინე სასტუმროებზე სახელმწიფოს ბიუჯეტიდან - ამ კითხვებით ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მივმართეთ.

მათი ინფორმაციით, 9 თვეში საკარანტინე სასტუმროების პროგრამაში საქართველოს მასშტაბით სულ 95 სასტუმრო იყო ჩართული, რომელთა მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯმა 20 371 026 ლარი შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში საკარანტინე მომსახურებით 33 756-მდე ადამიანმა ისარგებლა.

აღსანიშნია, მნიშვნელოვანია, რომ ამ სასტუმროებში ნომერში ერთი ღამის გათევისთვის სახელმწიფო 80, 120 და 150 ლარს იხდის, რაც სამჯერად კვებას, პირადი ჰიგიენის ნივთებს, დასუფთავების საშუალებებს, და თერმომეტრს მოიცავდა. ამასთან, საკარანტინე სივრცეებში განთავსებული პირებისთვის სასტუმროს ნომრებში არის წყალი, ჩაი, ყავა და შაქარი.