მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 თვეში საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 112%-ით გაიზარდა, იმატებს ფასებიც

616ee2a4df5c2
სალომე მეცხვარიშვილი
19.10.21 23:19
1373
2021 წლის 9 თვეში საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი (რაც რეექსპორტს მოიცავს) 112%-ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილები მინიმუმ 30%-ით არის გაძვირებული, მათზე მოთხოვნა კვლავ მაღალი რჩება.

Global Auto Import-ის დამფუძნებელი ვანო ბიჩინაშვილი რეექსპორტის ზრდის მიზეზად გახსნილ სახმელეთო საზღვრებს და გააქტიურებულ ბაზარს ასახელებს. მისი თქმით, ქვეყანაში სახმელეთო საზღვრების გახსნამ გაააქტიურა არამხოლოდ მეზობელი, არამედ რეგიონის ქვეყნების მოქალაქეები და ისინი საქართველოში მსუბუქი ავტომობილების შესასყიდად აქტიურად ჩამოდიან. ვანო ბიჩინაშვილის განცხადებით, ძირითადად საქართველოდან მანქანის შეძენით დაინტერესებულები არიან აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, ტაჯიკეთიდან, ყაზახეთიდან, მოლდოვადან.

“პლუს, პანდემიას ადამიანები ნელნელა შეეჩვივნენ, აღარ არის გაურკვევლობა, შიში ცოტა განელდა, ცდილობენ ნორმალური ცხოვრება გააგრძელონ.

რაც შეეხება ფასებს, პანდემიამდე ფასები დაბალი იყო, ახლა გაცილებით მაღალია. ერთ მაგალითს მოგიყვანთ, მაგალითად Ford Fusion არის ჩვენს სტატისტიკაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მანქანა. თუ პირობითად, ერთი წლის წინ 2019 წლის მოდელის საერთო ღირებულება გვიჯდებოდა 7 ათასი დოლარი, ახლა გვიჯდება 9 ათასი დოლარი. კატასტროფულად არის გაზრდილი ფასები, ეს გამოიწვია იმან, რომ ამერიკაში ქარხნები დღემდე გაჩერებულია. ახალი მანქანის გამოყვანა რომ გინდოდეთ, ვერ გამოიყვანთ. პლუს, ამერიკაშიც გაზრდილია მოთხოვნა”,- აცხადებს ვანო ბიჩინაშვილი.