მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 თვეში საქართველომ 1.5 მლნ დოლარის ყვავილები შეიძინა

6170315506ef2
ვიქტორია მღებრიშვილი
24.10.21 22:54
4009
2021 წლის 9 თვეში საქართველოში მოჭრილი ყვავილებისა და კოკრების იმპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41.2%-ით გაიზარდა და 1.5 მლნ დოლარი შეადგინა. ამ პერიოდში ქვეყანამ სხვადასხვა ბაზრიდან 614.1 ტონა ყვავილები შეიძინა.

უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წლის იანვარ-სექტემბერთან მიმართებით მიმდინარე წლის 9 თვეში მოჭრილი ყვავილების იმპორტი მოცულობით არა თუ შემცირდა, არამედ მცირედით 0.1%-ითა გაზრდილი, ხოლო ღირებულება 18%-ით შემცირდა. (2019 წელი - 613.2 ტონა, 1.9 მლნ დოლარი).

რაც შეეხება იმას, რომელ ქვეყნებში ვყიდულობთ მოჭრილ ყვავილებს, 2021 წლის 9 თვეში ყველაზე დიდი მოცულობით ყვავილები ქვეყანამ სომხეთიდან შეიძინა:

1. სომხეთი - 541 ათასი დოლარი, 163.5 ტონა;
2. ეკვადორი - 388.2 ათასი დოლარი, 55.2 ტონა;
3. თურქეთი - 301.1 ათასი დოლარი, 313.4 ტონა;
4. კენია - 210.1 ათასი დოლარი, 71.1 ტონა;
5. ნიდერლანდები - 117.7 ათასი დოლარი, 9.6 ტონა;
6. აზერბაიჯანი - 5.8 ათასი დოლარი, 0.9 ტონა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ყვავილების იმპორტთან შედარებით, მოჭრილი ყვავილებისა და კოკრების ექსპორტი ძალიან მცირეა. 71.7 ტონა ყვავილების რეალიზებით ქვეყანამ სულ რაღაც 86.9 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, თუმცა 2021 წლის 9 თვის ექსპორტი წინა წელთან შედარებით 118%-ით არის გაზრდილი. ამ პერიოდში საქართველოდან ყვავილები მხოლოდ უკრაინასა (70.2 ათასი დოლარი, 68.8 ტონა) და სომხეთში (16.7 ათასი დოლარი, 2.8 ტონა) გავიდა.