მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 თვეში საქართველომ ტურიზმიდან $866 მლნ-ის შემოსავალი მიიღო

618951621d3da
ვიქტორია მღებრიშვილი
08.11.21 20:30
579
2021 წლის იანვარი-სექტემბერში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 865 654 831 დოლარის შემოსავალი მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული რიცხვი 2020 წლის 9 თვის მაჩვენებელზე 366 579 535 დოლარით მეტია, შესაბამისად ზრდა 73%-ია. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი შემოსავალი 1 717 184 741 დოლარით ნაკლებია, ანუ კლება 66%-ია.

რაც შეეხება, მიმდინარე წლის სექტემბრის თვის შემოსავლებს, წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის სექტემბერში ქვეყანამ საერთაშორისო მოგზაურობიდან 161 862 751 დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის მაჩვენებელს 933%-ით 146 187 024 დოლარით აღემატება, 2019 წლის სექტემბერთან შედარებით კი 156 770 174 დოლარით კლება დაფიქსირდა, ანუ 49%-ით არის შემცირებული.