მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 თვეში საქართველოში 7 425 სამშენებლო ნებართვა გაიცა - ზრდა 6.5%-ია

617ba3ff5a271
ვიქტორია მღებრიშვილი
29.10.21 11:54
610
იანვარ-სექტემბერში 5 371,9 ათასი კვ/მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე 7 425 ნებართვა გაიცა.

მშენებლობაზე გაცემული ნებართვებისა და ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების შესახებ საქსტატის განახლებული სტატისტიკის მიხედვით, გაცემული ნებართვების რიცხვი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.5%-ით მეტია, ხოლო შენობა-ნაგებობების ფართობი წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს 36.9%-ით აღემატება.

ოფიციალური სტატისტიკით ნებართვების 73.7% ქვეყნის 4 რეგიონზე მოდის. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47% თბილისზე, 9.3% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8.9% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8.5% - იმერეთის რეგიონზეა გადანაწილებული.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე გაიცა.

გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები.

დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი ქვეყნის 4 რეგიონზე მოდის, კერძოდ, 27.8% - თბილისზე, 12.7% - კახეთის რეგიონზე, 11.1% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, ხოლო 11% - ქვემო ქართლის რეგიონზე.