მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 თვეში საქართველოში შემოსული FDI-ს 84% სინამდვილეში რეინვესტიციაა - TOP-დარგები

61b30b79b75ea
შოთა ტყეშელაშვილი
10.12.21 18:40
844
2021 წლის 9 თვეში, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით $728.4 მილიონი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 3.2%-ით მეტია. თუმცა, FDI-ს შორის $613 მილიონი არა ახალ ინვესტიციებზე, არამედ "რეინვესტიციებზე" მოდიოდა. შესაბამისად, წელს რეინვესტიციების წილი მთლიან ინვესტიციებში 84% იყო. ასეთივე მაღალი იყო რეინვესტიციები 2020 წელსაც და ის ინვესტიციების ნაკადის 80%-ზე მეტს შეადგენდა.

BMG-იმ საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რომელი მიმართულებით რა მოცულობის რეინვესტიცია ჩაიდო. FDI, რომელსაც საქსტატი აღრიცხავს სამი ნაწილისგან შედგება, ესენია უცხოეთში რეგისტრირებული ფირმის ან უცხოეთის მოქალაქის მიერ საქართველოში დაფუძნებულ ფირმაში სააქციო კაპიტალში შესვლა და სააქციო კაპიტალის შევსება; უცხოეთში რეგისტრირებული ფირმის მიერ ქართულ შვილობილში რეინვესტიცია ან უცხოელი მესაკუთრის მიერ ქართულ კომპანიაში რეინვესტიცია და უცხოური ფირმის მიერ ქართული შვილობილისთვის, ან უცხოეთის მოქალაქის მიერ ქართული შვილობილისთვის სავალო დაფინანსების მიცემა.

ამ სამ კომპონენტს შორის ქართულ ინვესტიციებში სწორედ რეინვესტიციები ჭარბობს. სექტორების მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა საფინანსო სფეროში ჩაიდო, თუმცა ამ მიმართულებით $324.5-მილიონიან FDI-ში 318.9 მილიონი რეინვესტიცია იყო.

სექტორების მიხედვით, მთლიანი ინვესტიციებისა და რეინვესტიციების მოცულობა ასე ნაწილდება:

● საფინანსო სექტორი - $324.5 მილიონი, მათ შორის რეინვესტიცია $318.9 მილიონი;
● ენერგეტიკა - $175.7 მილიონი, მათ შორის რეინვესტიცია $147.0 მილიონი;
● დამამუშავებელი მრეწველობა - $131.2 მილიონი, მათ შორის რეინვესტიცია $122.4 მილიონი;
● უძრავი ქონება - $40.6 მილიონი, მათ შორის რეინვესტიცია -$1.9 მილიონი;
● მშენებლობა - $15.6 მილიონი, მათ შორის რეინვესტიცია $8.2 მილიონი;
● ტრანსპორტი - $4.7 მილიონი, მათ შორის რეინვესტიცია $29.8 მილიონი;
● სასტუმროები და რესტორნები - $4.5 მილიონი, მათ შორის რეინვესტიცია -$13.3 მილიონი;
● ჯანდაცვა და სოციალური დახმარება - $24.9 მილიონი, მათ შორის რეინვესტიცია $14.9 მილიონი;
● სოფლის მეურნეობა, თევზჭერა - $5.3 მილიონი, მათ შორის რეინვესტიცია -$6.7 მილიონი;
● სამთომოპოვებითი მრეწველობა - -$25.2 მილიონი, მათ შორის რეინვესტიცია -$0.5 მილიონი;
● კავშირგაბმულობა - -$59.3 მილიონი, მათ შორის რეინვესტიცია -$69.8 მილიონი;
● დანარჩენი სექტორები - $85.8 მილიონი, მათ შორის რეინვესტიცია $64.1 მილიონი;

კომპანიები, სადაც მესამე კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო პირველი ათეული:

• აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი
შპს მაგთიკომი
• სს ენერგო - პრო ჯორჯია
• შპს ტავ ურბან საქართველო
• შპს ჭიათურმანგანუმ ჯორჯია
• შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია
• შპს მარსი (კრისტალბეთი)
• სს ბიჯეო ჯგუფი
• სს ეპ ჯორჯია მიწოდება (ენერგო პროს შვილობილი)
• შპს თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია (ინტერ რაოს შვილობილი).