მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 თვეში საქართვლოში $719 მილიონის FDI შემოვიდა, კლება 24%-ია - TOP-20 ინვესტორი

5fd0d42cdc1ee
ვიქტორია მღებრიშვილი
09.12.20 18:03
1526
მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით 719 მლნ დოლარი შემოვიდა, რაც 2019 წელთან შედარებით 24%-ით ანუ 228 მლნ დოლარით ნაკლებია. საქსტატმა დღეს მესამე კვარტალში FDI-ის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ  უშუალოდ მესამე კვარტალში ქვეყანაში 23.6%-ით ნაკლები უცხოური ინვესტიცია ჩაიდო. კერძოდ, ეკონომიკის სექტორების უმეტესობაში, გარდა საფინანსო სექტორისა, ინვესტიციები შემცირდა, რაც სავარაუდოდ, ბანკების მიერ წლის განმავლობაში მოზიდულ სესხებს უკავშირდება.

რომელი კომპანიები არ წყვეტდნენ და განაგრძობდნენ უცხოური ინვესტიციებს ჩადებას საქართველოში 2020 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით -  BM.GE საქსტატიდან უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების სია გამოითხოვა.

TOP-20 უცხოელი ინვესტორი, რომელმაც 2020 წლის 9 თვეში საქართვლოში ყველაზე მეტი ფული ჩადო:

• აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი;
• შპს მაგთიკომი;
• შპს თბილისი ენერჯი;
• სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური;
• სს RMG Copper;
• შპს RMG Gold;
• შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია;
• შპს აჭარ ენერჯი-2007;
• შპს აჭარა ტექსტილე;
• სს დარიალი ენერჯი;
• სს მეტრო ავრასია ჯორჯია;
• შპს აჭარისწყალი ჯორჯია;
• შპს ენკა რინიუებლზ;
• სს საქართველოს კაპიტალი;
• შპს სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ;
• შპს ჯინო პარკი;
• შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი;
• შპს მარსი;
• სს ბიჯეო ჯგუფი;
• შპს რეკან გრუპ ჯორჯია.

შენიშვნა: მონაცემები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.