მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 წამყვანი კვლევითი ორგანიზაცია ეკონომიკური რეფორმების გარშემო ერთიანდება

6075a685b1a83
BM.GE
14.04.21 09:00
1070
დღეს, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, წამყვანი კვლევითი ორგანიზაციები (Think Tanks) თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.

საქართველოს ცხრა კვლევითი ორგანიზაცია: ISET-ის პოლიტიკის ინსტიტუტი, PMC კვლევითი ცენტრი, „გალთ ენდ ტაგარტი“ (Galt & Taggart), თიბისი კაპიტალი, თი-ბი-ეს-სი კონსალტინგი, საქართველოს საპარლამენტო კვლევითი ცენტრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრი, „ბიზნესკვლევების სახლი“ (House of Business Studies), საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდი პრიორიტეტული ეკონომიკური რეფორმების პოლიტიკაზე იმუშავებს და COVID-19-ის შედეგად წარმოქმნილი კრიზისის დაძლევისა და მდგრადი ეკონომიკის შექმნის მიზნით, მთავრობასთან ითანამშრომლებს.

მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებას USAID-ის მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გაგიკ მელქუმიანი გახსნის. მისასალმებელი სიტყვით გამოვლენ საქართველოს პარლამენტის სექტორული ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი ნატალია ბერუაშვილი. 

„საქართველოს მთავრობა აღიარებს კვლევებისა და ანალიზის მნიშვნელობას ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად საჭირო რეფორმებისა და სტრატეგიის შემუშავებისთვის. შესაბამისად, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა ეხმარება ხელისუფლებას საუკეთესო გზების დასახვაში არსებული პრობლემების გადასაწყვეტად, მათ შორის, კვლევითი ორგანიზაციების ერთიანი პლატფორმის შექმნაში, რომელიც იმუშავებს პრიორიტეტულ რეფორმებზე.

აღნიშნული საკონსულტაციო ჯგუფის ინიცირებასა და კოორდინაციასთან ერთად, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ მოამზადა ანგარიში პანდემიის შემდგომი ეკონომიკური განვითარების შესახებ, რომელიც მოიცავს საერთაშორისო ეკონომიკური ექსპერტების ანალიზსა და რეკომენდაციებს ეკონომიკის აღდგენის და მდგრადი განვითარების მიზნით.

USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა გააგრძელებს კვლევითი ორგანიზაციების საკონსულტაციო პლატფორმის მხარდაჭერას კრიტიკული მნიშვნელობის რეფორმების მიმათულებით ანალიტიკური სამუშაოს განხორციელებაში“, - ნათქვამია USAID-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.