მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 წიგნი, რომელიც გეითსის, ბეზოსის და ბაფეტის აზრით უნდა წაიკითხოთ

5eb30b956aab5
თამთა ჯიჯავაძე
07.05.20 00:10
20048
ბილ გეითსი წლის განმავლობაში დაახლოებით 50 წიგნს კითხულობს, მარკ კუბანი დღეში სამ საათს კითხვას უთმობს, მარკ ცუკერბერგი კი წლის განმავლობაში 24 წიგნს კითხულობს, რაც შეეხება უორენ ბაფეტს, ის დღის 80%-ს კითხვას უთმობს.

უნარების და ცოდნის გასაღრმავებლად წიგნების კითხვა საუკეთესო საშუალებაა, ამიტომაც საინტერესოა რას კითხულობენ წარმატებული ადამიანები და რის წაკითხვას გვირჩევენ ისინი ჩვენ.

BookAuthority ასობით მსგავსი ლიდერის რეკომენდაციებს გვთავაზობს. მათ შორის ბილ გეითსის, უორენ ბაფეტისა და ჯეფ ბეზოსის მიერ ტოპ–სამი რეკომენდებული წიგნები შემდეგია.

ბილ გეითსი გვირჩევს:

1. Shoe Dog: Nike-ის შემქმნელის მემუარი დაწერილი ფილ ნაითის მიერ.

ეს წიგნი "ნიუ იორკ თაიმსის“ ბესთსელერია. წიგნში საუბარია, თუ როგორ დაარსდა Nike-ი, როგორ განვითარდა და როგორ გახდა მსოფლიოს ერთ-ერთი მომგებიანი და სიმბოლური სპორტული ბრენდი.

2. სტრესის ტესტი: ფინანსური კრიზისების ანარეკლები (Stress Test: Reflections on Financial Crises) ტიმოთი გეითნერის ავტორობით.

ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის ყოფილ ხელმძღვანელს და პრეზიდენტ ბარაკ ობამას პერიოდში ხაზინის მდივანს, გეითნერს ამ წიგნში მკითხველი დიდი დეპრესიის შემდეგ ყველაზე ცუდი ფინანსური კრიზისის სცენების უკან გაჰყავს. ის უხსნის მკითხველს რთულ არჩევანს და პოლიტიკურ არასასიამოვნო გადაწყვეტილებებს, რომელიც ფინანსური სისტემის აღდგენისთვის და ეკონომიკის კოლაფსის პრევენციისთვის მიიღეს.

3. ძლიერი ლიდერის მითი: პოლიტიკური ლიდერობა თანამედროვე ეპოქაში (The Myth of the Strong Leader: Political Leadership in the Modern Age) დაწერილი არჩი ბრაუნის მიერ.

მსოფლიოს ერთ–ერთი გამოჩენილი პოლიტიკური ისტორიკოსის შესანიშნავი წიგნი, რომელიც გვასწავლის საპარლამენტო დემოკრატიის საწყისი ეპოქიდან დაწყებული ბარაკ ობამას პრეზიდენტობის ჩათვლით პერიოდს.

ჯეფ ბეზოსი გვირჩევს:

1. ინოვატორის დილემა: როდესაც ახალი ტექნოლოგიები დიდი კომპანიების მარცხს იწვევს (The Innovator's Dilemma: When New Technologies Cause Great Firms to Fail) დაწერილი კლეიტონ კრისტენსენის მიერ.

აღნიშნული წიგნი შესულია Amazon-ის რედაქტორების მიერ შედგენილი 100 საუკეთესო წიგნის სიაში, რომელიც ლიდერობას და წარმატებას ეხება. კრისტენსენის წიგნი დაფუძნებულია მსოფლიოს ცნობილი ლიდერების, მათ შორის სტივ ჯობსისა და მალკოლმ გლედველის მოსაზრებებზე.

2. სემ უოლტონი, ამერიკაში შექმნილი (Sam Walton, Made in America) დაწერილი სემ უოლტონის მიერ.

სემ უოლტონი მე-20 საუკუნის უდავო მეფეა ვაჭრობის საკითხებში, მან Walmart-ი შექმნა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მსხვილი რითეილერია. წიგნში ის ინსპირაციის და ოპტიმიზმის შესახებ ყვება, რამაც მას ამერიკული ოცნების ახდენის შესაძლებლობა მისცა.

3. მონაცემებით მართული მარკეტინგი: 15 საზომი, რაც ყველამ მარკეტინგში უნდა იცოდეს (Data-Driven Marketing: The 15 Metrics Everyone in Marketing Should Know) დაწერილი მარკ ჯეფერის მიერ.

2011 წელს ეს წიგნი ამერიკის მარკეტინგის ასოციაციამ საუკეთესო წიგნად დაასახელა მარკეტინგში. ჯეფრი წიგნში გვთავაზობს ნათელ და დამარწმუნებელ წესებს, რაც დაგვეხმარება უდიდეს შედეგებს მივაღწიოთ მარკეტინგით.

უორენ ბაფეტი გვირჩევს:

1. აუთსაიდერი: რვა არასტანდარტული CEO და მათი რადიკალურად რაციონალური გეგმა წარმატებისთვის (The Outsiders: Eight Unconventional CEOs and Their Radically Rational Blueprint for Success) დაწერილი უილიამ თორნდაიკის მიერ.

ეს წიგნი ბაფეტის ნომერ პირველი რეკომენდაციაა წასაკითხ წიგნებს შორის. წიგნში მოთხრობილია თუ როგორ მიაღწია წარმოუდგენელ წარმატებას რვა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა. მათ რადიკალურად განსხვავებული მიდგომები გამოიყენეს კორპორატიულ მენეჯმენტში. ამ ხელმძღვანელების კომპანიებია: General Cinema, Ralston Purina, The Washington Post Company, Berkshire Hathaway, General Dynamics, Capital Cities Broadcasting, TCI და Teledyne.

2. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ილუმინირებული: უჩვეულო გრძნობა მოაზროვნე ინვესტორისთვის (The Most Important Thing Illuminated: Uncommon Sense for the Thoughtful Investor) დაწერილი ჰოვარდ მარკსისა და პოლ ჯონსონის მიერ.

ავტორი ჰოვარდ მარკსი Oaktree Capital Management-ის თანადამფუძნებელია და ის ცნობილია თავისი გამჭრიახი შეფასებებით ბაზარზე არსებული შესაძლებლობებისა და რისკების შესახებ.

3. იოცნებე მასშტაბურად (Dream Big) დაწერილი კრისტიან კორეას მიერ.

40 წლის განმავლობაში ხორხე პაულო ლემანმა, მარსელ ტელესმა და ბეტო სიცუპირამ უდიდესი იმპერიაა ააშენეს ბრაზილიის კაპიტალიზმის ისტორიაში. ეს მათი ისტორიაა. აღსანიშნავია, რომ ლემანი ბაფეტის პარტნიორია. ის ბაფეტმა საუკეთესო ბიზნესმენებს შორის დაასახელა. "ის ფანტასტიკური ადამიანია და მისი ისტორია უნდა გახდეს ინსპირაცია ყველასთვის, როგორც ჩემთვის“, – განაცხადა ბაფეტმა.