მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$93 მლნ ინვესტიციით მზის 3 ელექტროსადგურის აშენება იგეგმება - ვინ არიან ინვესტორები?

62dfd4b7ec501
შოთა ტყეშელაშვილი
26.07.22 16:50
2313
საქართველოში 93.5-მილიონი დოლარის ინვესტიციით მზის სამი ახალი ელექტროსაგური უნდა აშენდეს; ეს სადგურები ხაშურის, ქსნის და გორის მუნიციპალიტეტებში მდებარეობს. მათ შესახებ რამდენიმე დღის წინ გამართულ მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს და მოიწონეს.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ BM.ge-სთვის მოწოდოებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ახალი ელექტროსადგურების ჯამური სიმძლავრე 110 მეგავატი უნდა იყოს. ამ პროექტებიდან ორს კომპანია “პივი სოლარი” ახორციელებს, რომელიც 60 მეგავატის სიმძლავრის სადგურების აშენებას და მათში 38.5 მილიონის ჩადებას გეგმავს. ამონაწერის მიხედვით, კომპანიის ძირითადი აქციონერია ბიზნესმენი ემზარ გამეზარდაშვილი. ერთ პროექტს კი კომპანია “ჩერო ენერჯი-ვესტი” ახორციელებს და 49.5 მეგავატის სადგურში 55 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს. ამონაწერის მიხედვით, კომპანიის 100%-იან წილს ბიზნესმენი გიორგი პაპაშვილი ფლობს.

ხაშურის მზის ელექტროსადგური

შიდა ქართლის რეგიონში, ხაშურის მუნიციპალიტეტში ,,ხაშურის მზის ელექტროსადგურის’’ პროექტი განხორციელდება. ელექტროსადგურის სავარაუდო დადგმული სიმძლავრე - 10 მგვტ.; სავარაუდო წლიური გამომუშავება - 13,9 მლნ.კვტ.სთ; სავარაუდო განსახორციელებელი ინვესტიცია კი 6 მლნ. აშშ დოლარი იქნება.

კვლევების განსახორციელებლად გათვალისწინებულია მხარეთა მიერ ხელშეკრულების ხელმოწერიდან 18 თვე. პროექტს კომპანია „პივი სოლარი“ განახორციელებს.

„ქსნის მზის ელექტროსადგური 2“

მცხეთის მუნიციპალიტეტში, ქსნის მიმდებარედ კომპანია,,პივი სოლარი’’ „ქსნის მზის ელექტროსადგური 2’’-ის პროექტს განახორციელებს.

ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე - 50 მგვტ; სავარაუდო წლიური გამომუშავება კი 72,3 მლნ.კვტ.სთ. იქნება. საპროექტო ღირებულება - 32,5 მლნ. აშშ დოლარია.

აღსანიშნავია, ისიც, რომ წინამდებარე განკარგულების პროექტის თანახმად, კომპანიას, როგორც „კერძო ინიციატორს“, დაევალება ,,ქსნის მზის ელექტროსადგური 2’’ ელექტროსადგურის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფა (კვლევების მომზადება), "საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

გორის ქარის ელექტროსადგური

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალდაბისა და ვარიანის მიმდებარედ ,,ჩერო ენერჯი-ვესტ’’-ის ქარის ელექტროსადგური მოეწყობა. ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე -  9,5 მგვტ; სავარაუდო წლიური გამომუშავება კი 250 მლნ.კვტ.სთ. იქნება. პროექტის ღირებულება 55 მლნ აშშ დოლარია.

აღსანიშნავია, ისიც, რომ წინამდებარე განკარგულების პროექტის თანახმად, კომპანიას, როგორც „კერძო ინიციატორს“, დაევალება ,,ჩერო ენერჯი-ვესტ’’ ქარის ელექტროსადგურის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფა (კვლევების მომზადება), "საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

საგულისხმოა ფაქტი, რომ დღემდე საქართველოში არცერთი მსხვილი მზის ელექტროსადგური (10+ მეგავატი) არ გახსნილა, თუმცა სახელმწიფოს სხვადასხვა ინვესტორთან აღნიშნული პროექტების აშენებისთვის არაერთი შეთანხმება აქვს გაფორმებული.