მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

95,000 ლარი საპატიო მოქალაქეებს - ქუთაისის მერია პანდემიის პერიოდში საპატიო მოქალაქეებს "დაეხმარა"

6102b02bb1e08
BM.GE
30.07.21 10:10
940
პანდემიის პერიოდში, 2020 და 2021 წლებში, ქუთაისის მერიამ “საპატიო მოქალაქეების დახმარებაზე” ქალაქის სარეზერვო ფონდიდან 95,100 ლარი დახარჯა. ამის შესახებ სადეპუტატო კითხვების სისტემიდან ირკვევა. დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებს გაუგზავნა კითხვები, თუ რა პროგრამებზე დახარჯეს პანდემიის პერიოდში სარეზერვო ფონდები. მუნიციპალიტეტის პასუხიდან კი ირკვევა, რომ სოციალური დახმარების ბენეფიციარები საპატიო მოქალაქის სტატუსის მქონე პირებიც გახდნენ. ამასთან, უწყება არ უთითებს, თუ რამდენ ადამიანს გადაეცა შესაბამისი დახმარება და არც იმას, ჩაერიცხა თუ არა მერიისგან სტიპენდია საპატიო მოქალაქის სტატუსის მქონე ყველა პირს, განურჩევლად მათი შემოსავლებისა. 

მთლიანობაში ქუთაისის მერიამ 2020 წელს სარეზერვო ფონდიდან 624 297 ლარი, 2021 წელს კი 449 996 ლარი დახარჯა. პროგრამების მიხედვით, ეს ხარჯები ასე ნაწილდება.

2020 წელი

● ქუთაისის საპატიო მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება - 48300 ლარი
● ერთჯერადი მატერიალური დახმარებისთვის - 497011.94 ლარი
● სარიტუალო მომსახურებისთვის - 18020 ლარი
● სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავის გადახურვისთვის - 25958.20 ლარი
● სოციალურად დაუცველი ოჯახების კომუნალური ხარჯი - 3510.90 ლარი
● პანდემიასთან დაკავშირებულმა ხარჯმა შეადგინა - 30897.60 ლარი
● 2008 წლის ომში დაღუპულ მეომართა ოჯახების დახმარება - 600 ლარი

2021 წელი

● საპატიო მოქალაქეების დახმარება - 46800 ლარი
● მატერიალური დახმარება - 393120 ლარი
● სარიტუალო მომსახურება - 800 ლარი
● სოციალურად დაუცველი ოჯახების კომუნალური ხარჯი - 9277 ლარი.