მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

98 260 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება

5d6f8b6a15e56
BM.GE
04.09.19 13:54
1002
არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკებმა" ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. მათ ცნობით, 2019 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 98 260 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით 7.0 პროცენტამდე გაეზარდათ. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 5045 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

1 ივლისიდან 1 აგვისტომდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 4510-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 4713 მილიონიდან 5045 მილიონ ლარამდე.

98260 ხელშეკრულებიდან 27080 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 626.18 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 აგვისტოს მდგომარეობთ 14.14% შეადგინა.

რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 აგვისტოს მონაცემებით 35370 სესხია მიბმული, საშუალოდ 9.02%-ში. მთლიანი პორტფელი კი 1562.50 მილიონი ლარია.

32090 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 2605.9 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 913.90 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 13.16%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 აგვისტოს მონაცემებით 1691.98 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 10.50%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 აგვისტოს მონაცემებით 850 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 12.870 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 18.80%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 2880 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 238.16 მილიონი ლარია.

ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები 1 აგვისტოს მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 39.63%-ია. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნეს სესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელი გაზრდილია 2297 მილიონი ლარით, ხოლო საპროცენტო განაკვეთები საშუალოდ 12.63%-დან 11.05%-მდეა შემცირებული.

„საზოგადოება და ბანკების" აზრით, რეფინანსირების განაკვეთის ზრდა მოსა