მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.12% - Covid-გეოგრაფია

60c1b74e1088f
ინგა მურუსიძე
10.06.21 11:00
476
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 33 253 კვლევა ტესტით, მათ შორის - 19 138 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 115 - PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.12%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.75%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.59%.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზში წერია, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 705 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 380 შემთხვევა, აჭარა - 39, იმერეთი - 59, ქვემო ქართლი - 55, შიდა ქართლი - 16, გურია - 18, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 78, კახეთი - 41, მცხეთა-მთიანეთი - 11, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.

"ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 909 საიდანაც: 3 230 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 820, აჭარაში - 305, იმერეთში - 411. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 689 პირი, მათ შორის, თბილისში - 304, აჭარაში - 86, იმერეთში -146. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 193 პირი, მათგან თბილისში - 125, აჭარაში - 8, იმერეთში - 13. 594 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 339 - თბილისში, 224- აჭარაში. 6 085 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 38 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 38, ხოლო აჭარაში - 0. სულ 6 ოქტომბრიდან - 9 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 838 პირი.  ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 924 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 722, პირი, აჭარაში - 1 987, იმერეთში - 1 098", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.