მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

A და B კლასის ბიზნეს ცენტრებში ოფისების 37%-მდე ვაკანტურია

5fd88bcc42859
შოთა ტყეშელაშვილი
16.12.20 10:42
907
უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield-ი მესამე კვარტლის მდგომარეობით, სავაჭრო და საოფისე სექტორების შესახებ მიმოხილვას აქვეყნებს.

ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, მესამე კვარტლაში A კლასის ბიზნეს ცენტრებში გასაქირავებელი ფართის საშუალოდ 37% იყო ვაკანტური, B კლასის ბიზნეს ცენტრებში კი, ეს მაჩვენებელი 34%-ს შეადგენდა.

ამასთანავე, ორგანიზაციის მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ვაკანტურობის დონის ზრდის მიუხედავად ოპერატორებმა ქირავნობის ფასების საგრძნობი კორექტირება არ მოახდინეს.

“ამ ბაზრის წამყვანმა მოთამაშეებმა უნდა იფიქრონ თუ რა უნდა იყოს მათი გრძელვადიანი სტრატეგიები იმ ვითარებაში, როდესაც ცენტრალიზებული ოფისების მიმართ შეხედულებები იცვლება,” - ნათქვამია მიმოხილვაში.

ორგანიზაციის შეფასებით, თბილისის ბიზნეს ცენტრების საოფისე კომერციული ფართების მოცულობა 35,000 კვადრატულ მეტრამდეა. საშუალო ქირის მოცულობა ერთ კვადრატულ მეტრზე თვეში $20 დოლარზე მეტია.