მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პირველ რიგში ჯანდაცვის მინისტრი განიცდის მისი ექიმების კეთილდღეობას" - ტიკარაძე

603d1857415d4
თამთა ჯიჯავაძე
01.03.21 20:35
723
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოს მთავრობა მწარმოებლებს ესაუბროდებოდა და დღესაც ესაუბრება, რომ COVAX-პლატფორმის მიღმა შეძლოს ქვეყანამ ვაქცინის მიღება.
როგორც მან „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, სხვადასხვა პლატფორმაზე დაჯავშნილია სხვადასხვა რაოდენობის ვაქცინა.

„ჩვენ მწარმოებლებს ვესაუბრებოდით და დღესაც ვესაუბრებით, სწორედ ეს არის იმის გარანტი, რომ COVAX-ის პლატფორმის მიღმა, სადაც ჩვენ დაჯავშნილი გვაქვს მოსახლეობის 20%-ის ვაქცინაციისთვის საჭირო დოზები, ჩვენ დამატებით გვაქვს მოლაპარაკებები... საკმაოდ წინ წასული მოლაპარაკებები ისეთ ვაქცინებზე, რომლებიც დღეს აღიარებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიაციის მიერ, ასევე იმ ვაქცინებზე, რომელსაც მხოლოდ FDA-ს ავტორიზაცია აქვს.

ამ პლატფორმირებზე ჩვენ დაჯავშნილი გავქვს 150 000 დოზა, 100 000 დოზა, 500 000 დოზა და 1 მლნ დოზა“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ის გრძნობს პასუხისმგებლობას, თუმცა, თავს არ იმართლებს.

„ჩვენ არ ვიმართლებთ თავს, თუმცა, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას. პირველ რიგში ჯანდაცვის მინისტრი განიცდის მისი ექიმების კეთილდღეობას, ექიმების უსაფრთხოებაზე ზრუნვა ჩემი პასუხისმგებლობაა, ამ პასუხისმგებლობას მე ძალიან კარგად ვაცნობიერებ და ვგრძნობ“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ ექიმების ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრისას.