22.მაისი .2022 14:08

საქართველოში კიდევ ერთი უქმე დღის დაწესებას ითხოვენ

საქართველოში კიდევ ერთი უქმე დღის დაწესებას ითხოვენ
views 38884
უკან

პარლამენტში დარეგისტრირებულია საკანონმდებლო ინიციატივა, რომლითაც საქართველოში მორიგი უქმე დღის დაწესებას ითხოვენ. კანონპროექტის ავტორი თელავის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოა.

კანონპროექტის მომხსენებელი ჯანდაცვის კომიტეტის თავმდჯომარე დიმიტრი ხუნდაძეა. დოკუმენტის მიხედვით, მოთხოვნილია ცვლილება „საქართველოს შრომის კოდექსში“, რომლის მიხედვითაც 1 ივნისი – ბავშვთა საერთაშორისო დღე უქმედ უნდა გამოცხადდეს.

კანონპროექტის განხილვა 23 მაისს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იგეგმება.

“პირველ ივნისს ქვეყნის მასშტაბით უამრავი აქტივობა და ღონისძიება იგეგემება, ამით ბავშვების, როგორც საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის მიმართ გამოვხატავთ სიყვარულს და ყურადღებას. გვსურს, ეს დღე მათთვის იყოს ფერადი, სიხარულითა და ბედნიერებით სავსე დაუვიწყარი დღე. თუმცა ხშირად ამ დღესასწაულში ბევრი ბავშვი ვერ იღებს მონაწილეობას, ერთი შეხედვით მარტივი მიზეზის გამო, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: პირველი ივნისი ოფიციალურად არ არის გამოცხადებული უქმე დღედ, შესაბამისად, დასაქმებული მშობლები ვერ ახერხებენ ბავშვებისთვის თავის მიძღვნას, მათ გახარებას, მათთან ერთად სხვადასხვა გასართობ ღონისძიებაზე დასწრებას”,– ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში წლის განმავლობაში ოფიციალურად 17 უქმე დღეა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა