მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლონდონის მერი: ქალაქში რთულ ზამთარს ველით

5f882b159bbc1
ნათია თაქთაქიშვილი
15.10.20 21:13
1674
ლონდონის მერი სადიქ ხანი მილიონობით მოქალაქეს რთული ზამთრის შესახებ აფრთხილებს, მიზეზი კი კორონავირუსის გამო შესაძლო შეზღუდვებია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ხანის განცხადებით, ლონდონი აკრძალვების თვალსაზრისით საშუალო დონიდან მაღალ დონეზე გადავა და შესაბამისად, სხვადასხვა ოჯახის წარმომადგენლები ვეღარ შეძლებენ ერთმანეთთან შეხვედრას როგორც სახლებში, ასევე დახურულ რესტორნებსა და პაბებში.

გამკაცრებული შეზღუდვების ფონზე, სხვადასხვა ოჯახის წარმომადგენლებს ერთმანეთთან კომუნიკაცია არ შეეზღუდებათ გარე სივრცეში კაფე-რესტორნების ჩათვლით.

„ეს არის აუცილებელი მოთხოვნა, რომელიც უნდა შესრულდეს ლონდონელების დასაცავად. მინდა გავაფრთხილო ქალაქის მოსახლეობა, რომ წინ რთული ზამთარი გველის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობით შევძლებთ ამ რთული პერიოდის გადატანას“, - განაცხადა ხანმა.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის მთავრობამ უარი თქვა მეცნიერების მიერ შეთავაზებულ ორკვირიან სრულ "ლოქდაუნზე", რომელიც ვირუსის გავრცელების შეჩერებას ისახავდა მიზნად.