რამდენიმე დღის წინ "ჯანდაცვის ასოციაციის" წევრმა 100-მა კლინიკამ ზურაბ აზარაშვილს ღია წერილით მიმართა. წერილში საუბარია ტარიფების ინდექსაციის საკითხზე, რასაც, ხელმომწერების განცხადებით, კლინიკების ფინანსური მდგრადობა და წარმატებული ფუნქციონირება ემყარება. წერილის ავტორები ამბობენ, რომ თუ ტარიფების ინდექსაცია არ მოხდება, ეს კლინიკებისთვის დიდი ფინანსური დარტყმა იქნება.
ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა "იმედის" ეთერში აღნიშნულ კლინიკებს უპასუხა, რომ მათი ტარიფების გადასახედად სამინისტროს მყარი არგუმენტაცია სჭირდება, რადგან ბიუჯეტის თანხები იხარჯება და დასძინა, რომ სამინისტრო DRG-სისტემის შემოღებაზე უკვე მუშაობს, რაც მისი მოსაზრებით, სამართლიანი სატარიფო სისტემაა.
"ტარიფები შეიძლება გადასახედი იყოს, მაგრამ ამისათვის მყარი არგუმენტაცია გვჭირდება, რადგან ბიუჯეტის თანხები იხარჯება. დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ თანხები, რომლებიც ამა თუ იმ სამედიცინო სერვისზე იხარჯება ადეკვატური და სამართლიანია. ამ ტარიფის მიხედვით ესა თუ ის კლინიკა ორიენტირებული უნდა იყოს პაციენტის მომსახურების ხარისხზე შესაბამისი მომსახურება მიაწოდოს.
ჩვენ ამ მიმართულებით ბევრი ნაბიჯი დავგეგმეთ და ახლაც სამედიცინო კლინიკებთან და სხვადასხვა ქსელებთან კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს. ჩემს მოადგილეებს ამ თემებზე სრული დელეგირება აქვთ და ისინი მათთან ერთად ცდილობენ შემოიტანონ მსოფლიოში აპრობირებული ყველაზე სამართლიანი სატარიფო სისტემა, რომელიც DRG-სისტემის სახელწოდებითაა ცნობილი.
პარალელურად, ჩვენ სხვადასხვა ტიპის სამედიცინო, როგორც მომსახურების, ასევე ხარისხთან დაკავშირებული სტანდარტების დანერგვას ვგეგმავთ. როცა ხარისხთან დაკავშირებული და ტარიფის გადახედვის პირობა შესრულდება ჩვენ და ჩვენი მოქალაქეები სრულად უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ მათ უმაღლესი ხარისხის მომსახურება ეწევათ და ანაზღაურებაც ადეკვატურია", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
მილიარდობით რუპია გვაქვს ინდურ ბანკებში, რასაც ვერ ვიყენებთ - ლავროვი
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი