მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა დონორებთან ერთად ეკონომიკის სტიმულირების პაკეტს ამზადებს

BM.GE
18.03.20 18:44
814
საქართველოს ეროვნული ბანკი ხვალ, 19 მარტს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის - სავალუტო ინტერვენცია ცენტრალურმა ბანკმა ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაანონსა. მიზეზი როგორც ჩანს, ლარის კურსია, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ნახტომისებურად გააფასურა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ხვალისთვის 1 დოლარი 3.18 ლარი ეღირება, 1 ევრო კი - 3.49 ლარი. გაუფასურებული ლარი გარკვეულ წნეხს ქმნის ინფლაციაზეც და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დღეს სებ-მა მონეტარული პოლიტიკა უცვლელად 9%-ზე დატოვა. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ გამართული კობა გვენეტაძის დღევანდელი ბრიფინგი იმითაც იყო გამორჩეული, რომ მასთან ერთად იყვნენ ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და აემეფის მუდმივი წარმომადგენელი სელიმ ჩექირი. როგორც სელიმ ჩექირმა თქვა, საქართველოს გვერდში უდგას აემეფი და სავარაუდოდ, გაიზრდება მიმდინარე პროგრამა, რა ითქვა კიდევ დამატებით, რა თანხებზე შეიძლება იყოს საუბარი?