მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

AAWE: ღვინო ყველაზე იაფი საფრანგეთში ღირს, ხოლო ყველაზე ძვირი ყაზახეთში

5f04a010e6deb
ნათია თაქთაქიშვილი
07.07.20 21:40
1460
American Association of Wine Economists-მა (AAWE) გამოაქვეყნა ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც სუფრის ღვინო (0.75 ლ.) ყველაზე იაფად და ძვირად იყიდება. AAWE-მ რეიტინგი 2020 წლის აპრილის მონაცემებზე დაყრდნობით შეადგინა.

მონაცემების მიხედვით, სუფრის ღვინის საცალო გასაყიდი ფასი ყველაზე იაფი საფრანგეთშია და მისი ღირებულება 8.07 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო ყველაზე ძვირი ყაზახეთშია და 72.60 აშშ დოლარს უტოლდება.

TOP-10 ქვეყანა, სადაც სუფრის ღვინო (0.75 ლ.) ყველაზე იაფია ასე გამოიყურება:

1. საფრანგეთი - 8.07 აშშ დოლარი
2. გერმანია - 8.56 აშშ დოლარი
3. შვეიცარია - 9.06 აშშ დოლარი
4. ლუქსემბურგი - 9.36 აშშ დოლარი
5. ბელგია - 9.43 აშშ დოლარი
6. ნიდერლანდები - 9.95 აშშ დოლარი
7. იტალია - 10.42 აშშ დოლარი
8. დანია- 10.42 აშშ დოლარი
9. ესპანეთი - 10.89 აშშ დოლარი
10. ავსტრია - 10.96 აშშ დოლარი

TOP-10 ქვეყანა, სადაც სუფრის ღვინო (0.75 ლ.) ყველაზე ძვირია:

1. ყაზახეთი - 72.60 აშშ დოლარი
2. ბელიზი - 40 .00 აშშ დოლარი
3. არაბთა გაერთიანებული საამიროები - 30.77 აშშ დოლარი
4. ტაილანდი - 28.90 აშშ დოლარი
5. სინგაპური - 25.20 აშშ დოლარი
6. ჩინეთი - 25.08 აშშ დოლარი
7. კურასაო - 22.85 აშშ დოლარი
8. ბრაზილია - 22. 54 აშშ დოლარი
9. მალაიზია - 21.26 აშშ დოლარი
10. რუსეთი - 20.51 აშშ დოლარი.