საქართველოს მთავრობამ იმ ქვეყნების სია გააფართოვა, საიდანაც ვიზიტორებს საჰაერო გზით შემოსვლის უფლება ნეგატიური PCR-ტესტის საფუძველზე ექნებათ. მეზობელი ქვეყნების ჩამონათვალშია რუსეთიც, რომელთანაც რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყდა.
იგეგმება თუ არა რუსეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენა იმ პირობებში, როდესაც საქართველოს სახმელეთო საზღვარი მეზობლებთან ჩაკეტილი აქვს - ამ კითხვით BM.GE-იმ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს მიმართა.
ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წელს შეწყდა და ფრენების აღდგენა იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რუსეთის მხრიდან შესამაბისი მზაობა იქნება.
„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ჰუმანიტარული კავშირების - ტურიზმის მომხრე ვართ. ასეთია ჩვენი მიდგომა. ჩვენი პოზიცია იყო, რომ როგორც კი პანდემია ამის საშუალებას მოგვცემდა, სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით დავიწყებდით ავიამიმოსვლას, მათ შორის რუსეთთან თუ რუსეთს ამის სურვილი ექნება. ჯერჯერობით რუსეთის მხრიდან მზაობის შესახებ არ გვსმენია“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მისივე ინფორმაციით, რუსეთთან პრაღის ფორმატში არსებული დიალოგი მარტშია დაგეგმილი.
„პრაღის ფორმატში შეხვედრა სავარაუდოდ, მარტში გვექნება და შესაძლოა უფრო გამოიკვეთოს ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი“, - აღნიშნა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრ გრიგორი კარასინის ბოლო შეხვედრა პრაღის ფორმატში ონლაინ 2020 წლის 27 ნოემბერს გაიმართა, სადაც ზურაბ აბაშიძის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე, სავაჭრო ურთიერთობის საკითხებზე და საბაჟო მონიტორინგის შესახებ 2011 წელს დადებული ხელშეკრულებაზე იყო საუბარი.
ამასთან უნდა აღნიშნოს, რომ „რუსეთში ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიის“ ვიცე-პრეზიდენტმა დავით ცეცხლაძემ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის თხოვნით წერილი გაუგზავნა. ინფორმაცია ამის შესახებ ორგანიზაციის ვებგვერდზე განთავსდა.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა, რასაც 20 ივნისიდან თბილისში საპროტესტო აქციები მოჰყვა. ავიამიმოსვლის შეწყვეტის მიზეზად კი რუსეთმა საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა უსაფრთხოება დაასახელა.
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი