16.ივლისი .2022 10:15

აბასთუმანში, ამბულატორია და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილება გაიხსნა

აბასთუმანში, ამბულატორია და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილება გაიხსნა
views 641
უკან

აბასთუმანში, ჯანდაცვის მინისტრმა ამბულატორია და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილება გახსნა. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.  

როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდა, უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია, საკურორტო ზონაში კი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისი და პირველადი სამედიცინო მომსახურება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

სამინიტროს ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულება თანამედროვე აპარატურით  და კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტდა. ამასთან, ამბულატორია ტელემედიცინის აპარატითარის აღჭურვილი, რომელიც პაციენტებისთვის სამედიცინო სერვისებზე შეუფერხებელ და ფართო წვდომას უზრუნველყოფს.

„ტელემედიცინის პორტატიული აპარატი პაციენტს შესაძლებლობას აძლევს, სოფლის ექიმის დახმარებით, ადგილზევე ჩაიტაროს კარდიოლოგიური, ოფთალმოლოგიური, ოტორინოლარინგოლოგიური ან დერმატოლოგიური კვლევა; კვლევის შედეგებსა და მონაცემებს „ონლაინ“რეჟიმში ადევნებს თვალს შესაბამისი პროფილის სპეციალისტი, რის შემდეგაც პაციენტი კონსულტაციასა და დანიშნულებას დისტანციურად იღებს“, - განმარტავენ უწყებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა