მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აბასთუმანში Autograph Collection-ის სასტუმროს მშენებლობაში ივანიშვილის "თანაინვესტირების ფონდი" $34 მლნ-ს დახარჯავს

5d9797e0e03f5
ელენე გოგბერაშვილი
05.10.19 09:50
5354

"თანაინვესტირების ფონდის" შემადგენლობაში არსებული „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის“ ინიციატივით, აბასთუმანში, მარიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კლასის Autograph Collection-ის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო შენდება.

როგორც ფონდში BM.GE-ს განუცხადეს, 170 ნომრიანი სასტუმროს კარკასის სამუშაოები წლის ბოლომდე ან 2020 წლის გაზაფხულისთვის დასრულდება. ჯამური ინვესტიცია კი 34 მლნ დოლარს შეადგენს.

Autograph Collection-ის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო აბასთუმანში სანატორიუმ "ცისარტყელას" ტერიტორიაზე, დაახლოებით 25 000 კვადრატული მეტრის ფართობზე შენდება და მასზე ამ ეტაპზე 100-მდე ადგილობრივია დასაქმებული.

ფონდის ინფორმაციით, სასტუმრო ექსპლოატაციაში 2021 წლიდან შევა, რა დროისთვისაც დასაქმებულთა რიცხვი 400-ს მიაღწევს.

170 ნომრიან სასტუმროში თავმოყორილი იქნება სპა, აუზი, რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, ტერასა 360 გრადუსიანი ხედით და ა.შ.

შეგახსენებთ, 2019 წლის, სექტემბრის თვის მდგომარეობით, ტურიზმის განვითარების ფონდის საინვესტიციო პორტფელში 11 პროექტი ერთიანდება, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა $734 მლნ აშშ დოლარს უტოლდება.

საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი 2016 წლის ოქტომბერში დაარსდა და დაარსებიდან დღემდე 290 040 363 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

ტურიზმის განვითარების ფონდის გარდა აბასთუმანში კიდევ ერთი სასტუმრო შენდება. 2019 წლის პირველ კვარტალში ყველაზე დიდი სახელმწიფო ქონება ბიძინა ივანიშვილმა აბასთუმანში იყიდა. კერძოდ, ფალიაშვილის ქუჩა 40-ში მდებარე ყოფილი ტუბდისპანსერის საავადმყოფო და მის გარშემო არსებული მიწა, რომლის საერთო ფართობიც 23,585 კვადრატულ მეტრს შეადგენს, ყოფილ პრემიერთან დაკავშირებულმა კომპანიამ 3.5 მლნ ლარად შეიძინა.

კერძოდ, ტერიტორია შპს “სანაპიროს ხედმა” იყიდა, რომლის 100%-იან წილს პანამაში რეგისტრირებული კომპანია “ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენალი” ფლობს. პანამური კომპანიის მფლობელი კი, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია.

აუქციონის პირობების მიხედვით, ადგილზე უნდა აშენდეს სასტუმრო (რომელიც უნდა მოიცავდეს 1 ერთეულ სასტუმრო დანიშნულების შენობას ან არაუმეტეს 2 ერთეული საცხოვრებელ სახლს);