07.თებერვალი .2020 23:00

აბასთუმანში "აჭარა ჯგუფი" მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობას მალე დაიწყებს

views 371
უკან

აბასთუმანში „აჭარა ჯგუფი“ მაღალი კლასის სასტუმროს 2021 წელს გახსნის, - ამის შესახებ „აჭარა ჯგუფის“ მმართველმა დირექტორმა ლევან ბერულავამ BMG-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას განაცხადა.

ბერულავას თქმით, სასტუმრო იქნება ბუტიკური და გათვალისწინებული იქნება ზოგადად „რუმსის“ სასტუმროების კონცეფცია. სასტუმროს მშენებლობის ძირითადი სამუშაოები მალე დაიწყება.

„როგორც იცით 1922 წლის ძალიან ძველი და ძალიან საინტერესო შენობა შევიძინეთ და ჩვენთვის დამახასიათებლად შევუნარჩუნებთ ყველანაირად თავის სახეს და დავურთავთ თანამედროვე ელემენტებს. მაღალი სტანდარტის სერვისი იქნება შეთავაზებული. ეს იქნება 60 ოთახიდან ზევით მაღალი კლასის სასტუმრო, ბუტიკური და რა თქმა უნდა, ყველანაირი კონცეფციის გათვალისწინებით, რაც ჩვენს სასტუმროებს ახასიათებს“, - განაცხადა ლევან ბერულავამ.

აღსანიშნავია, რომ აბასთუმანში „აჭარა ჯგუფმა“ ძველი სანატორიუმის შენობა რამდენიმე თვის წინ შეიძინა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა