მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აბასთუმანში წყალმომარაგების სისტემის მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოები იწყება

5da039385da67
BM.GE
11.10.19 12:08
798
საკურორტო ზონებში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. მათი ცნობით, ამჯერად, ისინი აბასთუმანში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოებს იწყებენ.

შესაბამის ხელშეკრულებას ხელი კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ და კონტრაქტორი კომპანიის - შპს „ ჯი პი სი“-ს წარმომადგენელმა ნუგზარ რობაქიძემ მოაწერეს. ხელშეკრულება ასევე ითვალისიწინებს არაზინდოს დასახლების წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

"ამ ეტაპზე, აბასთუმანში არსებული წყალმომარაგების სისტემა მოძველებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს, მოსახლეობას წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა. სამუშაოები ითვალისწინებს ამორტიზებული ფოლადის მილების ახლით ჩანაცვლებას, მოეწყობა წყლის სათავე ნაგებობა და წყალმომარაგების ქსელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება რეზერვუარს. დაგეგმილია მომხმარებლების გამრიცხველიანება.

სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა და კურორტის დამსვენებლები უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებენ. პროექტისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი",- ნათქვამია ინფორმაციაში.