მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აბასთუმნის გენერალური გეგმა, სავარაუდოდ, უახლოეს ორ კვირაში დამტკიცდება

5e2c179098b33
ანუკა ჯოხაძე
25.01.20 15:30
1563
აბასთუმნის გენენარლური გეგმა, სავარაუდოდ, უახლოეს ორ კვირაში დამტკიცდება. ამის შესახებ გადაცემა “საქმიან დილაში” ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს სივრცითი მიმართულების ხელმძღვანელმა ნინო გვენცაძემ განაცხადა.

როგორც გვენცაძე ამბობს, კურორტის განვითარების პროექტზე კომპანიებმა „კოლიერს ინთერნეიშენალმა“ და „გეოგრაფიკმა“ იმუშავეს. დოკუმენტი კი, დასამტკიცებლად უკვე ადგილობრივ თვითმართველობაშია. როგორც გვენცაძე გვიყვება, გენგეგმის მიხედვით, აბასთმნის ცენტრში შენობების მაქსიმალური სიმაღლე - ორი სართული იქნება თავისი მანსარდით, ხოლო შედარებით პერიფერიებში სიმაღლე 4-5 მეტრი იქნება.

“დღევანდელი მდგომარეობით, დოკუმენტი უკვე ადგილობრივ თვითმართველობაშია გადაცემული და მათივე ინფორმაციით, უახლოეს ორ კვირაში ალბათ დამტკიცდება. თვითონ დოკუმენტი რასაც მოიცავს ეს არის ის მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი აქტივობები, რომლითაც, ზოგადად, აბასთუმანი უნდა განთვითარდეს. აბასთუმნის განვითარება, ცნობადობა, მისი ხეირიანობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ინვესტორისთვის და ქვეყნისთვის არის ძალიან მომგებიანი და ეს დოკუმენტი სწორედ ამ ნაბიჯებს გეგმაზომიერად ასახავს. იმის გამო რომ ზედმეტი დეველოპმენტი არ მოხდეს, რომლის მაგალითებიც გვაქვს, ძალიან ფრთხილი მიდგომაა დოკუმენტში ჩადებული. მაქსიმალურად არის დაცული უნიკალური გარემო, იმიტომ რომ გარკვეული ექსპანსიური შეჭრები არ მოხდეს სამშენებლო განვითარების კუთხით. დადგენილია გარკვეული რეკრეაციული სივრცეების ბმა, საველოსიპედო და საფეხმავლო ბილიკების უწყვეტობა მდინარე ოცხეს გასწვრივ. შენობების მაქსიმალური სიმაღლე გენგეგმით დადგენილი იქნება ცენტრის ნაწილში, სადაც დაშვებულია ორი სართული მანსარდით, მაგრამ შედარებით პერიფერიებში დაშვებულია 4-5 სართულის ფარგლებში”, - აცხადებს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს სივრცითი მიმართულების ხელმძღვანელი ნინო გვენცაძე.