მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აბასთუმნის წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება

5e39129a0d0b0
BM.GE
04.02.20 10:45
844
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია კურორტ აბასთუმანში წყალარინების (კანალიზაციის) სისტემების მშენებლობას იწყებს. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს 4 მილიონ ლარამდე მოხმარდება.

შესაბამის ხელშეკრულებას ხელი წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გრიგოლ მანდარიამ და ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანია "ფერის" დირექტორმა იოსებ მჭედლიშვილმა მოაწერეს.
   
როგორც წყალმომარაგების კომპანიაში განმარტავენ, პროექტის ფარგლებში მოეწყობა სრულიად ახალი საკანალიზაციო სისტემა, კოლექტორები და კანალიზაციის ჭები. კურორტზე წყალარინების ცენტრალიზებული ქსელი გასული საუკუნის 70-იან წლებშია აშენებული და მას შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია. დღეის მდგომარეობით, კი სისტემები სრულად ამორტიზებულია.

"პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება. ახალი ინფრასტრუქტურა აბასთუმნის გარდა ობსერვატორიის, აღობილისა და არაზინდოს დასახლებებს მოემსახურება.

კომპანიამ, რამდენიმე დღის წინ დაასრულა აბასთუმნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი. პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდა სათავე ნაგებობები, რეზერვუარები და მოეწყო ახალი მაგისტრალური მილსადენები. ასევე, აშენდა ახალი, თანამედროვე საფილტრი შენობა.

ამ დროისთვის, აქტიურ ფაზაშია წყლის სისტემის მეორე ეტაპის სამუშაოები, რომლის დასრულება წლის ბოლოს იგეგმება. პროექტი ითვალისწინებს შიდა გამანაწილებელი ქსელის მოწყობასა და გამრიცხველიანებას. ასევე, ახალი საქლორატოროს მოწყობას.

სამუშაოების მეორე ეტაპის დასრულება სრულად აღმოფხვრის მოძველებული სისტემით გამოწვეულ დანაკარგებს და კურორტს სტაბილური წყლის მიწოდებით უზრუნველყოფს", – განმარტავენ კომპანიაში. 

წყალმომარაგების ორივე პროექტის განხორციელებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონ ლარამდე ფინანსური რესურსია გამოყოფილი.