მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აბონენტები კომუნალურ მომსახურებებზე ინფორმაციის მიღებას აპლიკაციით შეძლებენ

62612048f1961
მარიამ ვარადაშვილი
21.04.22 13:13
714
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) დირექტორის დავით ნარმანიას განცხადებით, დისტანციურად კომუნალურ სერვისებზე ინფორმაციის მიღების მიზნით აპლიკაციის შექმნას აპირებენ. როგორც ნარმანია ამბობს აპლიკაციის შექმნა უახლოეს პერიოდში იგეგმება. 

"კონკრეტულ აბონენტს ერთ აპლიკაციაში ექნება ყველა ინფორმაცია საკუთარ კომუნალურ სერვისებთან დაკავშირებით. თუ მოქალაქე ერთზე მეტ საცხოვრებელ სახლს ფლობს, ასეთ შემთხვევაში ერთი აპლიკაციით შეძლებს სრულად მართოს საკუთარი კომუნალური სერვისები. ასე რომ ეს კიდევ უფრო გაამარტივებს ურთიერთობას",-ამბობს ანრმანია.

დღეს, 4 აპრილს, გამართულ ბრიფინზე ნარმანიამ სემეკის მიერ დანერგილი *303#ok-ის მომსახურებზეც ისაუბრა და თქვა, რომ მის ფუნქციებს შორის ყველაზე მეტი მოთხოვნა მომხმარებლის ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების დარიცხული გადასახადის გადამოწმებაზეა.

“*303#ok-ის აკრეფით მომხმარებელს შეუძლია დააფიქსიროს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის ავარიული წყვეტა, რაზეც კომპანია ვალდებულია ოპერატიულად განახორციელოს რეაგირება, დააფიქსიროს მომარაგების პრობლემა, მათ შორის დაბალი წნევა, ძაბვის ციმციმი, ხშირი წყვეტა, გადაამოწმოს დარიცხვა, მიიღოს ელექტრონული ქვითარი და მიმდინარე ბალანსი; მობილურის ნომერი დაამატოს სასურველ აბონენტის ნომერზე, წაშალოს არასასურველი ნომერი.

*303#ok-ს აქვს სხვადასხვა ფუნქცია, თუმცა მომხმარებლებში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების დარიცხული გადასახადის გადამოწმება. მომხმარებელს აღარ სჭირდება კომუნალური კომპანიისთვის განცხადებით მიმართვა ან ქოლცენტრთან დაკავშირება, არამედ მობილურ ტელეფონზე *303#ok -ისა და შესაბამისი მოთხოვნის მითითებით, მარტივად და მოკლე დროში იღებს კომუნალური კომპანიისგან უკუკავშირსა თუ განმარტებას. დარიცხვის გადამოწმება შესაძლებელია ქვითრის მისვლისთანავე“, - აცხადებს სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია.

*303#, როგორც მობილური ტელეფონისთვის განკუთვნილი მომსახურება, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებისათვის 2020 წელს შეიქმნა.

დავით ნარმანიამ სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივ პროექტზეც გაამახვილა ისაუბრა, რომლის საშუალებითაც ქვეყნის მასშტაბით, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებს შეუძლიათ, იუსტიციის სახლში ერთი ვიზიტით მიიღონ რამდენიმე კომუნალური მომსახურება: ბინის ყიდვის ან იჯარის შემთხვევაში დარეგისტრირდნენ კომუნალური კომპანიების (დენი, გაზი, წყალი) აბონენტებად, განაახლონ მონაცემები, ასევე გადაამოწმონ უძრავ ქონებაზე არსებული კომუნალური დავალიანება შესაძლო პრობლემების თავიდან აცილების მიზნით. სერვისით სარგებლობა შეუძლიათ როგორც მუდმივ, ისე დროებით აბონენტებს.