მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯორჯიან მანგანეზსა“ და პროტესტის მონაწილეებს შორის შეთანხმება შედგა

60c1aff319264
ვიქტორია მღებრიშვილი
10.06.21 10:27
750
სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა შიმშილობა შეწყვიტეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ჯორჯიან მანგანეზი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, „ჯორჯიან მანგანეზი“ შეთავაზებას პროტესტის ყველა მონაწილე დათანხმდა.

„კონსტრუქციული მოლაპარაკებების შედეგად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ზიანის შეფასების შემთხვევაში მათ არჩევანის უფლება ექნებათ.

1. ზიანის შეფასება განხორციელდეს არსებული მოდელით, რომლის შესახებ უკვე არსებობს ჩანაწერი სოფელს და კომპანიას შორის გაფორმებულ მემორანდუმში.

2. ან მათივე მოთხოვნის მიხედვით , ზიანის შეფასება უზრუნველყოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურომ.

მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება დოკუმენტით დადასტურდა და მას იურიდიული ძალა აქვს. ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს თან ერთვის „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველის და პროტესტის მონაწილეთა ხელმოწერები“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
(NS)